ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 12 აგვისტოს მზის დაბნელებაზე საუბრობს:
„12 აგვისტოს დაბნელებაზე მგონი უკვე ყველა საშინელებებს ლაპარაკობენ, მაგრამ მე გეტყვით, რომ სინამდვილეში არ უნდა გეშინოდეთ. ეკლიფსები უბრალოდ იმ პროცესებს აჩქარებენ და იმას ააქტიურებენ რაც უკვე დაგროვილია და ენერგეტიკულად განმუხტვას ითხოვს.
შეამოწმეთ რუკაზე 20° ლომის ახლოს პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები თუ გაქვთ, გეხებათ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს დასაწყისია. სრული ეფექტი გაშლილი იქნება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. მაშ ასე, მზის სრული დაბნელება ლომის მე10*-ზე 12 აგვისტოს, თბილისის დროით პიკს 21:46-ზე მიაღწევს. სრული დაბნელება გაივლის არქტიკაზე, გრენლანდიაზე, ისლანდიაზე, ატლანტის ოკეანეზე, ჩრდილოეთ ესპანეთსა და პორტუგალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე.
ეს იქნება პირველი სრული მზის დაბნელება, რომელიც კონტინენტური ევროპიდან ხილული იქნება 1999 წლის შემდეგ. დაბნელება არის ეგრეთ წოდებული საროსის 126-ე სერიიდან, წინა დაბნელება ამ საროსიდან 2008 წლის 1-ელ აგვისტოს იყო, იმის წინა კიდევ 18 წლით უკან , ივლისში... ანუ ამ პერიოდში დაბადებულებს აუცილებლად გეხებათ.
ასევე, მზის დაბნელებები იმავე გრადუსის მახლობლად მოხდა 2018 წლის 11 აგვისტოს, 1999 წლის 11 აგვისტოს, 1980 წლის 10 აგვისტოს და 1961 წლის 11 აგვისტოს.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ამ პერიოდებში - მსგავსი თემები შეიძლება გამოჩნდეს. ლომი ეს არის ეგო, ძალაუფლება, სტატუსი, ლიდერობის სტილი, მაგრამ რადგან დაბნელება ხდება ე. წ, დაღმავალ კარმულ კვანძზე, ეს ნიშნავს, რომ აქ უფროა გათავისუფლებაზე, ჩამოშლაზე, დასრულებაზე, ზედმეტის მოშორებაზეა საუბარი, ვიდრე ზრდაზე.
სატურნის ჰარმონიული ასპექტი (ტრინი) ამ ყველაფერს სერიოზულობას შემატებს. ახლა მნიშვნელოვანია ფორმის მიცემა, პასუხისმგებლობის აღება, სიმწიფე, სტატუსის გადაფასება, ძველი როლის დახურვა და ახლის კონსტრუქციული მიდგომით დაწყება.
დანარჩენი ასპეტუალური ფონი სავარაუდოდ შემდეგ ტენდენციებს გამოიწვევს. იქნება ხმამაღალი განცხადებები. ან სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროება. კონტროლის დამყარების სურვილი და ეგოების დაჯახება. მარსი კვადრატში ნეპტუნთან კი გვაფრთხილებს, არ ვიჩქაროთ იქ, სადაც სურათი ბოლომდე ნათელი არ არის ჩამოთვლილია აქტუალურობის მიხედვით.
♌ ლომი - დაბნელება ამ ნიშანში ხდება, ამიტომ პიროვნული ტრანსფორმაციის თემებს მოგიტანთ.
♒ მერწყულისათვის - ეს იქნება ცვლილებები პარტნიორობაში.
♏ მორიელს - უფრო კარიერული ცვლილებების სახით შეიძლება შეეხოს.
♉ კუროსთვის - სახლისა, ოჯახის, შესაძლოა უძრავი ქონების თემები გააქტიურდეს.
♈ ვერძი - შემოქმედება, რომანტიკა, ბავშვები, თამაშები.
♊ ტყუპები - კომუნიკაცია, სწავლა, საბუთები, და-ძმასთან, ან მეზობლებთან ურთიერთობა.
♋ კირჩხიბი - შემოსავლები, ფული, ქონება, ღირებულებები და თვითშეფასება.
♍ ქალწული - სულიერი გამოღვიძება.
♎ სასწორი - მეგობრები, საზოგადოება, მომავლის ხედვა.
♐ მშვილდოსანი - იურიდიული საკითხები, მოგზაურობა, ფილოსოფია, უმაღლესი განათლება.
♑ თხის რქა - ინტიმურობა, ნდობა, ვალები, საერთო ფინანსები.
♓ თევზები - ყოველდღიური სამუშაო, ჯანმრთელობა, რუტინა - ახალი, უფრო ჯანსაღი რიტმის დასაწყისი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მზის დაბნელება ლომში: 12 აგვისტო, თბილისის დროით 21:38 საათი - რას მოგვიტანს ტრანზიტი?