Digest Logo

მზის დაბნელება ლომში: 12 აგვისტო, თბილისის დროით 21:38 საათი - რას მოგვიტანს ტრანზიტი?

1785952218
მზის დაბნელება

12 აგვისტოს, თბილისის დროით 21:38 საათზე, მზის დაბნელებაა ლომის ზოდიაქოს 20°-ზე.

მნათობის დაბნელება ასტროლოგიაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მისი ეფექტი ხანგრძლივია და ჩვეულებრივი ლუნაციისგან განსხვავებით 6 თვემდე ან მეტხანს გრძელდება. ის ხშირად მონიშნავს პერიოდს და თემას, ჩვენს ცხოვრებაში, სადაც ახალ ეტაპს ვიწყებთ. ამჯერად, რადგან დაბნელება დაღმავალ კვანძზე ხდება, ეს მიგვითითებს იმაზე, რომ გარკვეული ცხოვრებისეული თემა, ციკლი ან გამოცდილება დასასრულს უახლოვდება.

ეს არის კარის დახურვა, ძველთან გამომშვიდობება, რომელიც გვამზადებს ახალი ეტაპისთვის და ადგილს ათავისუფლებს ახლისთვის.

ლომის ნიშანში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ძველი იდენტობის, როლის ან ეგოს იმ ნაწილის დასრულებას, რომელმაც თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დროს ცაზე ცეცხლისა და ჰაერის სტიქიები დომინირებს — პლანეტების უმეტესობა სწორედ ამ სტიქიის ნიშნებშია თავმოყრილი. ეს მოვლენების სწრაფ განვითარებაზე, მაღალ აქტიურობასა და ცვლილებების დაჩქარებაზე მიუთითებს. მით უმეტეს, რომ 28 აგვისტოს მთვარის დაბნელება ზუსტ კვადრატს ქმნის ურანთან — მოულოდნელი ცვლილებების პლანეტასთან. ამიტომ დიდი ალბათობით, აგვისტოში დაწყებული პროცესები სწრაფ განვითარებას ნახავს, მათთვის ვისაც ეს დაბნელებები მნიშვნელოვნად ეხება.

ზოგადად, დაბნელებების ენერგეტიკა მარტივი არ არის. ის ხშირად ემთხვევა ისეთ პერიოდებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდება და კარმული თუ საბედისწერო მოვლენების განცდას ქმნის. ამჯერად კი ამ ენერგიას გარკვეულწილად ამსუბუქებს საკმაოდ ჰარმონიული კონფიგურაცია ცაზე. ვენერა საკუთარ ნიშანში — სასწორში — ძლიერ მდგომარეობაშია და, ერთი მხრივ, ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ლომში მერკურისა და იუპიტერის შეერთებასთან, ხოლო, მეორე მხრივ, უმაღლეს პლანეტებთან. ეს პოზიტიურია და მიუთითებს ახალი შესაძლებლობების გაჩენის შანსებზე, გზების გახსნაზე. წარმატებული მოლაპარაკებები, ახალი თანამშრომლობები, მნიშვნელოვანი ნაცნობობები ან ისეთი შანსები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ამ პერიოდის ერთ-ერთი შესაძლო გამოვლინებაა.

ამავე დროს, მარსი უკვე კირჩხიბშია, სადაც სუსტ მდგომარეობაში იმყოფება. ამას ემატება ისიც, რომ ასტრონომიულად out of bounds მდგომარეობაშია, საზღვრებს გარეთ გასული, რაც მის ენერგიას კიდევ უფრო არასტაბილურსა და არაპროგნოზირებადს ხდის. ამიტომ სასურველია მოვერიდოთ გადაჭარბებულ ემოციურ რეაქციებს, წყენას, კონფლიქტებსა და იმპულსურ გადაწყვეტილებებს. უმჯობესია მნიშვნელოვანი ნაბიჯები მშვიდად და გააზრებულად გადავდგათ.

ეს დაბნელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც მზე, მთვარე, ასცენდენტი, მედიუმ ქოელი ან სხვა პირადი პლანეტები ლომის 17°–23° დიაპაზონში ჰყავთ. სწორედ მათთვის შეიძლება დაიწყოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იმ სფეროში, რომელ სახლშიც ეს დაბნელება ხვდება.

ასევე ინტენსიურად იგრძნობენ ამ მოვლენას მერწყულები, კუროები და მორიელები, განსაკუთრებით, თუ მათი პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ამ გრადუსებში მდებარეობს. შედარებით უფრო ჰარმონიულად კი ეს ენერგია შეიძლება გამოვლინდეს ვერძებისა და მშვილდოსნებისთვის.

დაბნელება განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ასევე იმ ადამიანებზე, ვინც თავად დაბნელების დროსაა დაბადებული ან ვის ნატალურ რუკაშიც ის ზუსტ ასპექტს ქმნის პირად პლანეტებთან, მთვარის კვანძებთან ან სხვა მნიშვნელოვან წერტილებთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თამო ვაშალომიძე აუზზე პოზირებს - „ძალიან ლამაზი ხარ“

„ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა...“ - რას ამბობს სემეკის წევრი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა