Digest Logo

„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გექნებათ შანსი, მიიღოთ შემოსავლები“ - მიხეილ ცაგარელი

1658732460
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთულია. ცაგარელი ამბობს, რომ ამ პერიოდში 5 გეომაგნიტური დღეა, ამასთან 28 ივნისს ახალი მთვარეა, როდესაც ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა უნდა გამოიჩინონ.

„ამ კვირას დედამიწა დადებით ენერგოველში შედის, ამიტომ პოზიტიური შანსები ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს ექნება. თუმცა, უნდა გაუფრთხილდეთ გულსისხლძარღვოვან სისტემას, რადგან 5 გეომაგნიტური დღეა. ასევე დღეს ხდება მნიშვნელოვანი ტრანზიტი. კარიერის მმართველი პლანეტა სატურნი და მფარველი ანგელოზი სელენა მერწყულის ნიშანში ხვდებიან ერთმანეთს. ეს შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთმა შესაძლოა, ხელმძღვანელი პირისგან მიიღოს შემოთავაზებები და სექტემბრიდან საქმიანი წინადადებები განახორციელონ. ამ თვალსაზრისით კონტაქტებს თუ გამოიჩინეთ, ძალიან კარგი იქნება.

აგრეთვე ამ კვირაში მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალმთვარეობა. ამ ახალმთვარეობას მონეტა შეგიძლიათ დაანახოთ მთვარეს და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გაქვთ შანსი მიიღოთ შემოსავლები. ახალმთვარეობა იქნება 28 ივნისს და ამ დღეს შეგიძლიათ შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით, არ დაიწყოთ არაფერი ახალი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ გაიუმჯობესოთ განწყობა“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქართული ბიზნესის მთავარ მანტრას: „არ მოგწონს? წადი “ - წყალი შეუდგა“ - ბაია პატარაია

🔵„თავი შეიკავეთ კონფლიქტისა და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევისგან“ - ცაგარელი