მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:14-დან 21:56 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ პირადი ინფორმაციის გაცემას, რადგან მაღალია თაღლითობის და ფინანსური მაქინაციების ალბათობა.
თავი შეიკავეთ კონფლიქტისა და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევისგან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეძენისა და ცოდნის გასაღრმავებლად, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, მოთუშული ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ფილტვებს და ბრონქებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი ასევე ტოპაზი, საფირონი, ამაზონიტი, ზურმუხტი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: fortuna.ge