Digest Logo

„ქართული ბიზნესის მთავარ მანტრას: „არ მოგწონს? წადი“ - წყალი შეუდგა“ - ბაია პატარაია

1658727398
ბაია პატარაია

რამდენიმე დღის წინ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ საქართველოში კადრების დეფიციტია და მუშა ხელის ჩამოყვანას უზბეკეთიდან აპირებენ.

ამ განცხადების საპირისპიროდ წამოვიდა მოსაზრება, რომ ქვეყანაში რეალურად კადრების დეფიციტი კი არაა, არამედ დამსაქმებელი იხდის დაბალი ხელფასებს და დასაქმებულებს არაადამიანურ სამუშაო გარემოს სთავაზობს. ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია სოციალურ ქსელში რამდენიმე პლატფორმაზე წარიმართა.

უფლება დამცველმა ბაია პატარაიამ კი მიმდინარე ამბებს სასიხარულო უწოდა და ივარაუდა, რომ ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და დასაქმებულების სასარგებლოდ გადაწყდება.

„ქართული ბიზნესის მთავარ მანტრას: „არ მოგწონს? წადი “ - წყალი შეუდგა, და ჩემი აზრით, ძალიან მომწონს ხალხი აღარ თანხმდება მონურ ხელფასს და ბიზნესები წუწუნებენ“, - წერს ბაია პატარაია.

პატარაიას პოსტის კომენტარებში საკუთარი აზრი ბევრმა მისმა მეგობარმა დააფიქსირა:

ცნობისთვის, საქართველოში დასაქმებულების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთ საქციელზე მაღალი ჯარიმები უნდა იყოს, საფრთხეს უქმნიან ყველას“ - რა ფოტო ვრცელდება ბათუმის სანაპიროდან

„ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის? მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და შესაბამისად, არც მაინტერესებს“ - მაია კაჭკაჭიშვილი გოგიტიძეზე

„იტალიიდან „ცინკის“ კუბოთი უნდა ჩამოგიყვანოო“ - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ქმარი ემუქრება და შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს