Digest Logo

🎥 „ეს დღე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რადგან თქვენი ინტუიცია ძლიერია“ - 30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1751263813
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, სასურველია თავი შეიკავოთ ზედმეტი ემოციებისგან, უკეთესია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იზრუნოთ საკუთარ თავზე“, -  30 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

ასტროლოგმა აღნიშნა, დღეს ხანდახან წვრილმანებიც კი ზედმეტად აგვაღელვებს და სწორედ ამიტომ სჯობს მეტი ყურადღება დავუთმოთ შინაგან წონასწორობას.

მისივე განმარტებით, დღევანდელი დღე ხელსაყრელია დასვენებისთვის, საკუთარ საჭიროებებზე ფოკუსირებისთვის ან ისეთ საქმეებზე, რომლებიც ჩვენში სიმშვიდეს იწვევს - მაგალითად მედიტაცია, ბუნებაში ყოფნა, მუსიკის მოსმენა ან უბრალოდ სიმარტოვე.

მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა: 

ვერძი ♈︎

უმჯობესი იქნება თუ თქვენს ნაბიჯებს შეანელებთ, დაუკვირდით იმ გარემოებას, რომელშიც ახლა იმყოფებით.

კურო ♉︎

ზედმეტი ნდობა სასურველი არ არის. ეცადეთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ გადაამოწმოთ. კარგი იქნება ყველაფერს არ დათანხმდეთ, ეცადეთ გამოიჩინოთ მტკიცე ხასიათი.

ტყუპები ♊︎

დააკვირდი დეტალებს და იყავით იქ, სადაც ხართ. მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში იქნება ცვლილებები.

კირჩხიბი ♋︎

ეს დღე თქვენთვის ემოციური იქნება, თუმცა ეს თქვენზე დადებითად აისახება, არის ალბათობა იმისა, რომ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც რომანტიკულ ურთიერთობას გააგრძელებთ.

ლომი ♌︎

თუ ქაოსს გრძნობთ და სიმშვიდე გჭირდებათ, კარგი იქნება ეს დღე სახლის საქმეებს დაუთმოთ. კარგი იქნება გათავისუფლდეთ ისეთი რაღაცებისგან, რაც აღარ გჭირდებათ, თუნდაც ეს იყოს ურთიერთობები.

ქალწული ♍︎

დღეს თქვენ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს, ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ადამიანებთან ურთიერთობას. თუ რამე ახლის დაწყება გინდათ, დღეს შეგიძლიათ ამას, საფუძველი ჩაუყაროთ.

სასწორი ♎︎

მნიშვნელოვანი დღეა, ეცადეთ სწორად შეაფასოთ რა გჭირდებათ რეალურად და გადააფასოთ ყველაფერი. 

მორიელი ♏︎

ძლიერად იმოქმედებს ეს დღე თქვენზე. შეგიძლიათ თამამად გადადგათ ახალი ნაბიჯები, წარმატება თქვენ მხარესაა. კარგი იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დღის პირველ ნახევარში მიიღოთ.

მშვილდოსანი ♐︎

თქვენთვის დღეს სიმშვიდე უმჯობესია, კარგი იქნება თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩები და დაუკვირდებით იმ შეგრძნებებს, რომელიც გაქვთ. კარგია გულახდილობა, შეგიძლიათ თქვენი პრობლემები გაუზიაროთ საყვარელ ადამიანებს.

თხის რქა ♑︎

საინტერესო დღეა, შეგიძლიათ ყველაფრის კონტროლი და მართვა, თუმცა უმჯობესია რაღაც მომენტში დინებას მიჰყვეთ.

მერწყული ♒︎

შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ ბევრი პასუხისმგებლობა, კარგი იქნება ორიენტირდეთ კონკრეტულ საქმეზე დაასრულოთ და შემდეგ დაიწყოთ ახალი საქმის კეთება.

თევზები ♓︎

ეს დღე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რადგან თქვენი ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერია. შესაძლოა ინფორმაცია, ან სიზმარი მოვიდეს მინიშნების სახით. დააკვირდით ყველაფერს, რაც ხდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ემოციურად რთული დღეა, უმნიშვნელო შეცდომამაც კი შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს“ - 30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით