Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1751259798
ამინდი

დღეს, 30 ივნისს, სინოპტიკოსები საქართველოში ძირითადად წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ქვეყნის უმეტეს რეგიონში ნალექია მოსალოდნელი, თუმცა ზოგიერთ ლოკაციაზე შესაძლებელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

ქალაქების მიხედვით, სინოპტიკოსების პროგნოზი ასეთია:

30 ივნისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15.

ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმს სოხუმში. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში წვიმს, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +24 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმს. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცრად გამოიყურები...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 „საოცარი ხარ...“ - ეკო ფანგანი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „შეიძლება მარიამისთვის ბრეკეტების გაკეთება...“ - „დანტესი“ ქუთაისელ მარიამზე ახალ ინფორმაციას გვიზიარებს