მარსი მორიელის ზოდიაქოში გადავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის პლანეტა წყლის სტიქიაშია. ეს კი ადამიანებს გარკვეულ უთანხმოებებს მოუტანს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს:
„დღეს მარსი მორიელის ზოდიაქოში გადავიდა. ცეცხლის პლანეტა წყლის სტიქიაში და წყალი მალე დუღილს დაიწყებს.
ემოციები მეტად და მეტად მძაფრი გახდება. ნუ ელით, რომ ვინმე კვლავ დიპლომატიურ საუბრებს და მით უმეტეს ქმედებებს დასჯერდება. მარსი აქ ძალიან ძლიერია და თავის ძალებს ბოლომდე გამოაჩენს.
იქნება ეჭვიანობებიც, მანიპულაციებიც, მაგრამ ვნებებიც ათმაგად გაიზრდება. ამბიციურობა, ლიდერობისაკენ სწრაფვა და გამბედაობა იმატებს, თუმცა არა იმპულსურობა. მორიელის მარსი ბევრად უფრო ღრმაა, მას აქვს ფარული ტაქტიკური სვლების მარაგი.
ეს ეხება რიგით ადამიანებსაც და სახელმწიფოებსაც, რომლებიც ომში არიან ჩართულები.
კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების აქტიურად გადასაწყვეტად, მეტადრე იმ თემების, რაც ეხება საბაჟოს, საგადასახადოს, დაზღვევებს, მემკვიდრეობას, კრედიტებს...
ტრანზიტი განსაკუთრებული წარმატებას მოუტანს მზით, ან/ და მარსით მორიელებს. ასევე მათ, ვისაც მარსი კირჩხიბში ან თევზებში ჰყავთ.
უნდა იფრთხილონ მზით და მარსით მერწყულებმა, ლომებმა და კუროებმა.
შესაძლებლობები გამოუჩნდებათ თხის რქებს და ქალწულებს. რა თქმა უნდა, ამ შანსებს დანახვა და გამოყენება უნდა.
დანარჩენებისათვის პერიოდი ნეიტრალურია“, - წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ანრი ჯოხაძე ზუგდიდში პოზირებს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ სცემეს - ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა