მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „მთავარი არხის“ ეთერში გააჟღერა.
როგორც სოფია ამბობს, კვირის მთავარი ნიშანი ვერძია, ეს კვირა კი ეფექტურია და თორმეტივე ნიშანმა, სწორად უნდა გამოიყენოს.
„ძალიან ბევრი რამე არ არის ისეთი საშიში, როგორიც ჩანს ხოლმე. რეალობა არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენი შინაგანი პოზიციიდან ვუყურებთ. ძალიან საინტერესო კვირა გვაქვს წინ, ეფექტური. ვისურვებდი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანმა გამოიყენოს სწორად.
მატულობს სამუშაო განწყობა და ამბიციები იმისა, რომ დიდი ჰორიზონტების დასახვა დავიწყოთ, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან.
კვირის მთავარი ნიშანი ვერძია, მიმდინარე კვირა ვერძისთვის, საკმაოდ ეფექტური კვირაა“,- ამბობს სოფია ბზეკალავა.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება - გარემოს ეროვნული სააგენტო