Digest Logo

„ეს კვირა კარმული გამოცდაა, დაიმახსოვრეთ ეს დღე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ...“ - რისი გაკეთება არ შეიძლება 17–23 აგვისტოს ჩათვლით

1786997175
 თამუნა იოსელიანი

„რისი გაკეთება არ შეიძლება. 17–23 აგვისტოს ჩათვლით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამუნა იოსელიანი წერს და რჩევებს გვიზიარებს. 

„ამ კვირაში ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შესაძლოა ურთიერთობას განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ პროგნოზი ბოლომდე, ცალკე გამოვყავი დღეები, როდესაც განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული ურთიერთობების გარკვევა, ემოციების ფონზე გადაწყვეტილებების მიღება და ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა.

ეს კვირა ჩვენი ერთგვარი კარმული გამოცდაა.

ზედაპირზე ამოვა ყველაფერი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვითმენდით, ვმალავდით ან რაზეც თვალს ვხუჭავდით.

შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართაც, რომლებსაც აქამდე საკუთარ საყრდენად მივიჩნევდით. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მოულოდნელად გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან და ეს ცვლილება შესაძლოა სწორედ იმ ეტაპის დასრულებას ნიშნავდეს, რომელიც უკვე დიდი ხანია მომწიფებული იყო.

შეგახსენებთ, რომ კვლავ დაბნელებების დერეფნის პერიოდში ვიმყოფებით.

ამიტომ, აუცილებლად წაიკითხეთ პროგნოზი ბოლომდე და გაუზიარეთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

კვირის მთავარი თარიღი - 21 აგვისტო.

დაიმახსოვრეთ ეს დღე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებსა და გადაწყვეტილებებს.

ახლავე განეწყვეთ ამ პერიოდისთვის და კომენტარებში დაწერეთ:

„მე ვენდობი სამყაროს და ვიცი, რომ წინ ყველაფერი საუკეთესო მელოდება.“

ორშაბათი, 17 აგვისტო

დღე ნაკლებად ხელსაყრელია ინტენსიური და პროდუქტიული მუშაობისთვის. შესაძლოა გაგიჭირდეთ კონცენტრაცია, ყურადღების მოკრება და დაწყებული საქმეების დასრულება.

სამაგიეროდ, შესანიშნავი დროა შემოქმედებისთვის, დასვენებისთვის, საკუთარ თავთან დარჩენისა და ენერგიის აღდგენისთვის.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ უფროსთან, მეუღლესთან ან მამასთან ურთიერთობისას. მცირე უთანხმოებაც კი შესაძლოა სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს, თუ ემოციებს აჰყვებით.

სამშაბათი, 18 აგვისტო

მთელი დღე მორიელში მყოფი მთვარე

ჩვენს ემოციებსა და შინაგან სიმტკიცეს გამოცდის.

შესაძლოა გაძლიერდეს ეჭვიანობა, წყენა, უნდობლობა და კონტროლის სურვილი. ზედაპირზე შეიძლება ამოვიდეს ის გრძნობებიც, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვიტოვებდით.

ამ დღეებში განსაკუთრებით მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმის გამო, რომ ამ მომენტში ძლიერ ემოციას განიცდით.

ზოგჯერ ერთი სიტყვა, ნათქვამი ბრაზის დროს, იმაზე დიდ კვალს ტოვებს, ვიდრე თავად გვგონია.

ამიტომ მთავარი წესია: ჯერ დამშვიდდით, შემდეგ ილაპარაკეთ“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველთვის ბრწყინავ“ - ნანუკა გუდავაძე ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕17-23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას გიმზადებთ კვირა?

⭕„ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში სწავლობდი და აგროვებდი, ახლა ოქროზე ძვირფასი რესურსი ხდება“ - კვირის ნუმეროპროგნოზი, ქეთევან ჯანდიერისგან