Digest Logo

„ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში სწავლობდი და აგროვებდი, ახლა ოქროზე ძვირფასი რესურსი ხდება“ - კვირის ნუმეროპროგნოზი, ქეთევან ჯანდიერისგან

1786972750
ქეთევან ჯანდიერი

პარაფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც კვირის ნუმეროპროგნოზის შესახებ წერს და რჩევებს გვიზიარებს: 

„ნუმეროპროგნოზი ამ კვირისთვის | 17–23 აგვისტო დავიწყოთ.. ამ კვირის გაკვეთილი: „ზოგჯერ იმისთვის, რაც შენ გეკუთვნის, ბრძოლა გიწევს.“

ეს კვირა, ორ დაბნელებას შორის პერიოდია და მოდუნების საშუალებას ნამდვილად არ მოგვცემს.

ერთისთვის მარცხი შეიძლება სხვისი აღმავლობის დასაწყისი აღმოჩნდეს. ამიტომ, თუ რაღაც ახლა ინგრევა, ნუ იჩქარებ ჩათვალო, რომ ყველაფერი ცუდად მიდის, შესაძლოა, სწორედ ასე თავისუფლდება ადგილი ახალი შესაძლებლობისთვის, ან ძველი მოდელის განახლებისთვის.

ამ კვირაში განსაკუთრებით დაგვეხმარება ინტუიცია, ცოდნა და ის პატარა დოზით იღბალიც, რომელიც გასულ კვირასაც გვშველოდა.

ტაროლოგიური რჩევა: დაეყრდენი იმას, რაც უკვე შექმენი. გაითვალისწინე რისკები, მაგრამ ნუ იცხოვრებ მათი შიშით. საფეხურებით ზემოთ ასვლა და წინ სვლა ყოველთვის ღირს.

კვირის მთავარი თემები:

ფინანსური გადაწყვეტილებები

პირადი ავტორიტეტის ზრდა

მნიშვნელოვანი ცოდნის მიღება

ახალი შესაძლებლობები

საერთო დაძაბულობა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიფრთხილის საჭიროება

მოულოდნელი კონფლიქტები და გაუგებრობები

პიროვნებისთვის, ამ კვირის მთავარი გზავნილია: ცოდნა — შენი კაპიტალია.

ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში სწავლობდი და აგროვებდი, ახლა ოქროზე ძვირფასი რესურსი ხდება. ისწავლე. განავითარე უნარები. გაზარდე შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. მაგრამ გადაწყვეტილებებს ბრბოს გავლენით ნუ მიიღებ. მოუსმინე ადამიანს, რომელსაც ენდობი და რომელსაც შესაბამის სფეროში ცოდნა აქვს.

მთავარი თემები:

უნარების განვითარება

თავდაჯერებულობა წარმატებას მოიტანს

საკუთარი თავით უკმაყოფილება

ბევრი ცდუნება

კარიერა და ფინანსები: შენი პერსპექტივები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად მზად ხარ, ჩადო ენერგია საკუთარ საქმეში.

გააფართოვე საქმიანობის სფერო, ეძებე ახალი შესაძლებლობები და ნუ მისცემ სხვებს უფლებას, შენი გუნდი ერთ ადგილზე გააჩერონ. ზოგიერთ ადამიანთან თანამშრომლობის დასრულება და უფრო აქტიური ადამიანის მოყვანაც კი შეიძლება გახდეს საჭირო.

მთავარი თემები:

ტექნოლოგიები და IT, ფავორიტია

პარტნიორებთან კონფლიქტების რისკი

სიყვარული: ეს კვირა ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ოჯახის გაძლიერებას ხელს უწყობს. სახლი შეიძლება ნამდვილ თავშესაფრად იქცეს. თუმცა კვირის ბოლოს გრძნობებს სერიოზული გამოცდა ელოდება.
თუ ერთმანეთი ნამდვილად ძვირფასია, მოერიდეთ ბრალდებებს, წყენას და ერთმანეთის დადანაშაულებას. ისაუბრეთ. მოუსმინეთ. გაიგეთ ერთმანეთის. ზოგჯერ ერთი გულწრფელი საუბარი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ასი საყვედური. ისიამოვნეთ ერთმანეთის გვერდით ყოფნით. (პ.ს. ახალი ნაცნობობებისთვის საუკეთესო დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი და შაბათი.)

17 აგვისტო, ორშაბათი: კვირის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და აქტიური დღეა. შეხვედრები წარმატებით ჩაივლის, პროექტები წინ წავა და შეთანხმებები თითქოს თავისით დალაგდება. მაგრამ გახსოვდეს, ამის უკან დგას შენი პიროვნული ძალა და ის ავტორიტეტი, რომელიც დაიმსახურე. გააძლიერე ურთიერთობები სწორ ადამიანებთან, გაერთიანდი თანამოაზრეებთან და თამამად გადაწყვიტე ის საკითხები, რომლებსაც აქამდე აჭიანურებდი.

18 აგვისტო, სამშაბათი.. ორშაბათის აქტიური ტენდენციები გრძელდება, თუმცა გარშემო ზედმეტი და არაჯანსაღი აჩქარება მოიმატებს. დილით გზაში განსაკუთრებით ფრთხილად იყავი. დღის განმავლობაში ნუ აჰყვები არასაჭირო კამათს. თუ კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია, ბრძოლაში მაშინვე ნუ ჩაერთვები. ზოგჯერ ერთი ნაბიჯით უკან დახევა გაცილებით მეტად გვიცავს, ვიდრე ბრძოლა.

19 აგვისტო, ოთხშაბათი. თამამი, გამჭრიახი და თავდაჯერებული ადამიანების დღეა. გააჟღერე შენი იდეები. ნუ მოგერიდება საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება და, რაც მთავარია, არავის მისცე უფლება, შენი დამსახურება საკუთარ თავზე მიიწეროს. გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება მთავარ მიზანს მოგწყვიტოს. შეინარჩუნე ფოკუსი. და მოერიდე ადამიანებს, რომელთა ქცევაც არაპროგნოზირებადია.

20 აგვისტო, ხუთშაბათი. ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში ეცადე დაასრულო. წარმატება მათკენ მიდის, ვისაც ინიციატივის გამოჩენას არ ეშინია. მაგრამ საღამოს ტემპი აუცილებლად შეანელე. მე-9 მთვარის დღემ შეიძლება მოიტანოს მოტყუება, დაბნეულობა, გეგმების ჩაშლა და მოულოდნელი სიტუაციები. (დღე ფეთქებადია, სიტყვებსა და გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდე.)

21 აგვისტო, პარასკევი.. საღამომდე მე-9 მთვარის დღის მოტყუებითი და საეჭვო ენერგია შენარჩუნდება. აქ ინიციატივამ შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს. მოერიდე სკანდალებს, ინტრიგებსა და პროვოკაციებს.. მაგრამ საღამო უკვე საინტერესო ნაცნობობებსა და სასიამოვნო მოვლენებს გვპირდება. მხოლოდ ერთი რამ გახსოვდეს, საეჭვო იდეებსა და გარიგებებს თავი აარიდე!!

22 აგვისტო, შაბათი.. - დღე ბევრ ენერგიას მოგთხოვს. შესაძლოა საკუთარი ძალები გადააფასო და საბოლოოდ იმაზე ნაკლები მიიღო, ვიდრე ელოდი. საქმეში ყველაფერი ორჯერ გადაამოწმე. თუმცა ვინც საკუთარ საქმეში ბოლომდე ჩაერთვება, შედეგის მიღების ძალიან კარგი შანსი ექნება. დასვენება მშვიდ რეჟიმში სჯობს.

23 აგვისტო, კვირა.. - მიუხედავად ძლიერი და ფეთქებადი ენერგიისა, ეს დღე გაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან აჩვენო. ხოლო მიზანდასახული ადამიანებისთვის ეს დღე შესაძლებლობების ნამდვილი საგანძურია. პრიორიტეტშია ინტელექტუალური საქმიანობა, სწავლა და მშვიდი დასვენება.
ფიზიკური დატვირთვა კი ჯობს გადადო.

შენს სხეულსაც სჭირდება დასვენება.

შევაჯამებ „ლენორმანდის” ბარათით.. ამ კვირის მთავარი გზავნილია: „ნუ შეგეშინდება იმისთვის ბრძოლა, რაც ნამდვილად შენია. მაგრამ აირჩიე ბრძოლები გონივრულად. ზოგჯერ გამარჯვება წინ წასვლა კი არა,
სწორ მომენტში გაჩერებაა. და თუ ამ კვირაში რაღაც მოულოდნელად შეიცვლება, ნუ შეგეშინდება. შესაძლოა, სწორედ ეს ცვლილება გიხსნიდეს გზას იქით, სადაც დიდი ხანია უნდა წასულიყავი..”, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕ კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება - ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური ფსიქოლოგიური თავსებადობით