ასტროლოგი თამარ აქუბარდია „იუთუბის“ საკუთარ არხზე ხშირად გვიზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საკითხზე - კარმული კვანძების გადასვლა თევზი-ქალწულის ღერძზე საუბრობს:
„კარმული კვანძების ცვლილება ხდება 2025 წლის 12 იანვარს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს კვანძები იქნება თევზებისა და ქალწულის ღერძზე. აღმავალი კვანძი თევზში იქნება, დაღმავალი ქალწულში. ასტროლოგიაში გვაქვს ოპოზიციური ღერძებიც მაგალითად ლომი და მერწყული, მშვილდოსანი და ტყუპები.
თევზების ღერძი მოიცავს, შემოქმედებას, წარმოსახვას ფსიქოლოგიას შთაგონებებსა და შეგრძნებებს. ქალწული კი პრაგმატიზსა და მიწიერ ენერგიებს. აუცილებელია მყარად დავდგეთ და გამოვიკვლიოთ ყველაფერი. ამ ორი ნიშნის გაერთიანებით შესაძლოა ფანატიზმიც მივიღოთ.
კარმული ასაკი ზოგადად პირველად 9-10 წლის ასაკში გვაქვს. შემდეგ გვაქვს 18-20 წლის ასაკი. ზოგჯერ 26-28 წლის ასაკშიც გვაქვს. სრული დაბრუნება 19-19 წელიწადში არის ხოლმე, ეს პერიოდი კი ზუსტად გიჩვენებთ ხართ თუ არა სწორ გზაზე. თევზებისა და ქალწულის ნიშნების მიხედვით უნდა ჩავუღრმავდეთ რა გვინდა და გავაანალიზოთ, როგორ რა გავაკეთოთ. ზოგადად შვილები თავიანთ კარმულ წლებში უჩნდებათ ხოლმე. ხშირია ასეთი ფაქტები. შესაძლოა ამ პერიოდში მოხდეს დიდი ემიგრაცია. კარმული კვანძები თითქოს ააქტიურებს დაღმავალ ღერძს.
თუ ჩვენ დაგვეწყო ჯანმრთელობის პრობლემები ეს ყველაფერი იქნება ჩვეულებრივი და ხშირი. მნიშვნელოვანია გამოკვლევები, თუმცა დიდი ყურადღება მიაქციეთ მედიტაციებს. არ უნდა გადავვარდეთ ილუზიებსა და წარმოსახვით სამყაროში. უნდა დავაკვირდეთ ყველაფერს და გადავამოწმოთ ინფორმაციები“, - აღნიშნა თამარ აქუბარდიამ.
ასევე დაგაინტერესებთ: