
7 სექტემბერს „სისხლიანი მთვარე“ ცას წითლად გაანათებს - ასტროლოგების აზრით, ეს მთვარის სრული დაბნელება არა მხოლოდ ულამაზესი ციური სანახაობაა, არამედ გარდატეხების ენერგიაცა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ძველი ჩვევების და დამამძიმებელი კავშირების დასრულებისკენ.
თევზებში მომხდარი დაბნელება ინტუიციას, ემოციებსა და სულიერ სიღრმეებს ააქტიურებს, რაც ბევრისთვის შინაგანი წმენდისა და ახალი დასაწყისების წერტილი იქნება.
7 სექტემბრის მთვარის დაბნელებაზე ვრცლად სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight - გვესაუბრება, რომელიც „სისხლიანი მთვარის“ პერიოდში ჩასატარებელ რიტუალსაც გვიზიარებს:
„7 სექტემბრის მთვარის დაბნელება, რომელიც ხსნის შემოდგომის დაბნელებათა დერეფანს, გამოირჩევა წარმოუდგენელი ტრანსფორმაციული ძალით. დაბნელების დროს ჰორიზონტზე ამოვა უზარმაზარი ნარინჯისფერ-წითელი სუპერმთვარე. ეს ნიშნავს, რომ ის იქნება თავისი ორბიტის პერიგეაში - დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვნად ძლიერდება დაბნელების გავლენა. ამ მოვლენის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს ისიც, რომ დაბნელების ხანგრძლივობა იქნება ჩვეულებრივზე მეტი - 1 საათი და 22 წუთი.
მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე, ისიც, რომ დაბნელების დროს მთვარე თითქმის უერთდება ჩრდილოეთ კვანძს, მომავლის კარმულ წერტილს, რაც ნიშნავს, რომ 7 სექტემბრის მთვარის დაბნელება, როგორც ტრამპლინი, ისე გვიბიძგებს იმ მომავლისკენ, რომელიც აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. დაბნელების ენერგიის გამოყენებით, გვეძლევა საოცარი შანსი, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, გავხდეთ უფრო ბედნიერები და წარმატებულები.
საერთოდ, სექტემბერი როგორც პირად, ისე მსოფლიო მასშტაბის გარდატეხებს მოიტანს. ჩვენ ვიხილავთ ჩვენი სამყაროს დიდ ცვლილებებს.
ბევრი რამ, რაც დაფარული იყო, გახდება ცხადი. ილუზიები გაიფანტება და ამ დაბნელების პერიოდში თითოეულ ჩვენგანს, მოუწევს შეხვედრა საკუთარ ჩრდილთან, გადაუჭრელ ამოცანებთან, დაუხურავ კარმულ გაკვეთილებთან. თუმცა, ამავე დროს იხსნება კარი სიახლისკენ, იხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობები, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, დაბნელება ხდება აღმავალ კვანძზე.
დაბნელების პირველი მმართველი, პლანეტა ნეპტუნი, სატურნთან ერთად ხსნის ზოდიაქოს უმაღლესი ნიშნის, საათების ენერგიებს. ზოდიაქოს უმაღლესი ნიშნის, საათების გააქტიურება ყოველთვის ეხება ერთი ციკლის დასრულებას და ახლის დაბადებას.
დაბნელების მეორე მმართველი, პლანეტა იუპიტერი, ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის კარმული კვანძების ღერძთან.
იუპიტერი დიდი ბედნიერების პლანეტაა, რომელიც გაფართოებას, შანსებს, ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. ამიტომ, ამ დაბნელების ენერგიები პოტენციურად დიდ პერსპექტივებს მოიცავს. გარდა ამისა, ამ დაბნელებაში ხდება ფიქსირებული ვარსკვლავის - ახერნარის ჩართვა, რომელიც დაბნელების პიკის დროს იქნება მთვარესთან შეერთებაში. ამ ვარსკვლავის შეერთება კიდევ ერთ ძლიერ აქცენტს სძენს დაბნელებას, რადგან ახერნარს მისტიური მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთი გზის დასრულებისა და ახალი გზის დაწყების სიმბოლო.
მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რა კარმულ ამოცანები მოიტანს ეს დაბნელება და რა შეიძლება მოხდეს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საზოგადოებრივ დონეზე.
დამიჯერეთ, ამ დღეების გავლენას თითოეული ჩვენგანი იგრძნობს.
სავსე მთვარის დაბნელება დაიწყება აღმავალ კარმულ კვანძთან შეერთებაში, თევზების ნიშანში, ამ ნიშნის მე-16 გრადუსზე 7 სექტემბერს, კვირას, პიკი 22:10 საათზე თბილისის დროით. პიკი არის გარკვეული გარდამტეხი წერტილი და, ამავდროულად, ყველაზე ძლიერი მომენტი, როდესაც დაბნელების ენერგია მაქსიმუმზეა. სწორედ ამ მომენტში იხსნება ცვლილებების უძლიერესი პორტალი და მაგიური მოქმედებები ყველაზე ძლიერად მუშაობს. ასტროლოგები ყოველთვის გვაფრთხილებენ, რომ დაბნელებაზე დაკვირვება არ ღირს. ეს კატეგორიულად არ არის რეკომენდებული.
დაბნელებებს ცნობიერად უნდა მივუდგეთ და შევძლოთ ამ უძლიერესი ენერგიის მართვა, რათა მან ჩვენს სასარგებლოდ იმუშაოს და არა პირიქით.
მთვარის დაბნელება ხდება თევზების ნიშანში, ამ ნიშნის მე-16 გრადუსზე. უნდა ითქვას, რომ ეს არის ნიშნის შუა ნაწილი, ამიტომ თევზების ენერგიის გამოვლენა აქ მაქსიმალურია. შესაბამისად, თევზების არქეტიპი ძლიერდება. თევზები კი ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია - ყველაზე კარმული, ყველაზე მისტიური. მისი ენერგია ყოველთვის დაკავშირებულია განწმენდასთან, დასრულებასთან, გაშვებასთან, გარდამავალ ეტაპთან.
თევზების მე-16 გრადუსს ხშირად უწოდებენ გამოცხადების გრადუსს. მისი გავლენით ჩვენ გვეძლევა უნარი, დავინახოთ უფრო ღრმად, მივიღოთ გამოცხადებები, სიზმრები, ნიშნები. დაბნელების მომენტებში ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, ამიტომ მოემზადეთ. ამ დღეს შეიძლება გქონდეთ მნიშვნელოვანი სიზმრები, წინათგრძნობები, ინტუიციური მინიშნებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება თქვენი შემდგომი ცხოვრების გზის მიმართულებასთან.
ბევრისთვის ეს ასევე იქნება შანსი, დაინახონ საკუთარი ჩრდილები, ანუ შინაგანი პრობლემები, შიშები, ტკივილი და მიიღონ მინიშნებები, თუ როგორ უნდა ამუშაონ ისინი, როგორ გაუშვან, რათა გადავიდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ძველი პროგრამები წყალში იძირება, რომ ის, რასაც ვეკიდებოდით ან რისკენაც მივისწრაფოდით, აღარ არის აქტუალური, აღარ არის საინტერესო, რომ ჩვენში რაღაც გაურკვეველი, მაგრამ ახალი იბადება.
ვინაიდან დაბნელება თევზების ნიშანში ხდება, შეიძლება გამჟღავნდეს ფარული მოტივები და წარსული ისტორიები, რაც ნეგატიური დამოკიდებულებებისგან განთავისუფლების საშუალებას მოგვცემს. გლობალურ დონეზე, ეს დაბნელება გაამჟღავნებს სულიერებასთან, მორალსა და პატიოსნებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაძლოა, გამოაშკარავდეს დიდი მოტყუებები, განსაკუთრებით ხელისუფლებისა და რელიგიის სფეროებში.
დაბნელებები ციკლურია, ამიტომ გაიხსენეთ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2007 წლის 28 აგვისტოს მსგავსი დაბნელებისას, რადგან მოსალოდნელია სიტუაციების გამეორება. ბედი ახლა გთავაზობთ, რომ დაასრულოთ რაღაცები და წინ გადახვიდეთ.
შესაძლოა, განმეორდეს ამ წლის მარტიდან მაისამდე არსებული სიტუაციებიც, რათა ბოლომდე დაამუშაოთ ისინი.
დაბნელების მმართველი ნეპტუნი ახლა რეტროგრადულია და ის სატურნთან ერთად (კარმის მმართველი) დაბრუნდა თევზებში. ეს ნიშნავს, რომ სექტემბერში ჩვენ არა მხოლოდ წინ მივიწევთ, არამედ წარსულსაც ვუბრუნდებით. გაზაფხულზე დაწყებული დაუსრულებელი საქმეები და ურთიერთობები შეიძლება დაბრუნდეს, რათა მათ წერტილი დაესვას. ეს არის შანსი, რომ საბოლოოდ დაასრულოთ და გაიაზროთ წარსული გამოცდილება.
ამ დაბნელების მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ დასრულება, არამედ ტრანსფორმაცია.
ბედი გვიბიძგებს წინ, რათა დიდი გარღვევა განვახორციელოთ. მთვარე ამომავალ კვანძთან ერთად ქმნის ჰარმონიულ ფიგურას - იალქანს, რაც წინსვლასა და დიდ მიზანდასახულობაზე მიუთითებს. იალქნის მწვერვალზე თავმოყრილია მომავლის ენერგია, სადაც სამყარო გვიხმობს.
იალქნის კონფიგურაცია ატარებს დადებით ენერგიას: იალქნის მწვერვალიდან მოდის ჰარმონიული ტრიგონები. ერთი მათგანი მიდის იუპიტერთან, რომელიც კირჩხიბშია, დიდ კეთილისმყოფელთან, რომელიც გაფართოებას, ახალ შანსებსა და შესაძლებლობებს იძლევა.
ვინაიდან იუპიტერი კირჩხიბშია, ეს დაბნელება გვარის და ოჯახის საკითხებსაც შეეხება, რაც განკურნების შესაძლებლობას გვაძლევს.
ამავე დროს, იალქნის კონფიგურაცია აერთიანებს მთვარის, ლილიტისა და პროზერპინას ენერგიებს, რაც ჩვენი ბნელი მხარის ღრმა ტრანსფორმაციას ნიშნავს. ეს პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ჩვეული აზროვნებისა და ლოგიკის გადახედვას. იალქანი გვეუბნება: „თუ მზად ხარ, საკუთარი ჩრდილები გარდაქმნა, ცხოვრება ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნის, ხოლო ძველის ჩაჭიდება ძვირად დაგიჯდება“.
ლილიტისა და პროზერპინას შეერთება მორიელში ტრანსმუტაციას და ხელახლა დაბადებას განაპირობებს. ლილიტი ავლენს ჩვენს შიშებსა და ცდუნებებს, ხოლო პროზერპინა გვაძლევს ძალას, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ მივმართოთ. მათი ერთობა ღრმა ტრანსფორმაციულ პროცესს იწყებს როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე.
სექტემბერში ეს შეერთება მაქსიმალურად ძლიერია. ამ ენერგიის ცნობიერად მართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ლილიტს შეუძლია არასწორი გზისკენ წაგვიყვანოს. პროზერპინა გვაძლევს სიწმინდის შუქს და გვეხმარება სინათლის გზის ინტუიციურად პოვნაში. სექტემბერი იშვიათი შესაძლებლობაა, რომ ეს ტრანსფორმაციული ენერგიები ჩვენი და მსოფლიოს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ამიტომ, დაბნელებამდე მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ თქვენი განზრახვა.
მაგალითად: „მე ვირჩევ წინსვლას. მზად ვარ ზრდისთვის და ჭეშმარიტი გზისთვის“. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სექტემბერში ყველანი თითქოს გამადიდებელი შუშის ქვეშ დავინახავთ ჩვენს სისუსტეებს, ჩვენს დემონებს, ჩვენს ცდომილებებს. მაგრამ სწორედ ეს მოგვცემს ტრანსფორმაციისა და განწმენდის შანსს.
იუპიტერის კირჩხიბში ყოფნა მიუთითებს მნიშვნელოვან პროცესებზე, რომლებიც ჩვენს გვარსა და ოჯახს შეეხება. ასევე, საზოგადოებრივ დონეზე, გამოაშკარავდება სერიოზული პრობლემები, როგორიცაა კორუფცია და ხელისუფლების ფარული თამაშები.
ეს ყველაფერი განწმენდისა და დასრულების პროცესებს დააჩქარებს. მთვარისა და უძრავი ვარსკვლავ ახერნარის შეერთება კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ზემოდან იქნება მართული. ახერნარი, იგივე „მთავარანგელოზის მახვილი“, ბოროტების განადგურებასთან ასოცირდება და სულიერ საქმეებში ძლიერ მხარდამჭერ ძალას წარმოადგენს.
ეს პერიოდი უნიკალური შესაძლებლობაა სულიერი ჭრილობების განკურნებისთვის და ტრავმების დამუშავებისთვის. ზოგიერთს მოულოდნელობები ელოდება, ზოგი კი ცხოვრების ახალ გზაზე დადგომის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება. რაც უფრო მეტად შევეცდებით საკუთარი თავის ტრანსფორმაციას, მით უფრო ხელსაყრელი მოვლენები დაიწყება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.
ამ დაბნელების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიკურ ჯანმრთელობას. მზისა და სამხრეთ კვანძის ქალწულის ნიშანში დგომა მიუთითებს, რომ ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა პირდაპირ აისახება დაუხურავ პროგრამებზე, წყენებსა და გადაუჭრელ კონფლიქტებზე. თუ არ გავუშვებთ წარსულს, ის შეიძლება ფსიქოსომატიკით, დაღლილობით ან დაავადებებით გამოვლინდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების ინიციატივა ჩვენ თვითონ ავიღოთ.
ამ პერიოდში რეკომენდებულია, მოერიდოთ ზედმეტ და მძიმე საკვებს, მიიღოთ მეტი ბოსტნეული, მწვანილი და სუფთა წყალი. ასევე, შეამცირეთ შაქარი, კოფეინი და ალკოჰოლი. თქვენს სხეულს მიეცით საშუალება მოგაწოდოთ ნიშნები - დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს. შექმენით ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის. ჩაატარეთ სახლის ჰიგიენა და გაწმინდეთ ის ზედმეტი ნივთებისგან. ეს დაგეხმარებათ ტრანსფორმაციის პროცესის დაწყებაში.
შეეცადეთ შექმნათ ისეთი ატმოსფერო, რომელიც გაძლიერებთ და ენერგიას არ გაცლით. მნიშვნელოვანია ემოციური განწმენდაც, ამიტომ ჩაატარეთ პატიებისა და გაშვების პრაქტიკები. დაბნელებამდე და მის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მიიღეთ მეტი სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი, რაც ორგანიზმის განწმენდასა და ნერვული სისტემის მხარდაჭერაში დაგეხმარებათ.
გაითვალისწინეთ, რომ ქალწულის ნიშნის სუსტი მხარე ნაწლავები და საჭმლის მომნელებელი სისტემაა, ამიტომ არ გადატვირთოთ სხეული მძიმე საკვებითა და ინტენსიური დატვირთვით. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ იოგას, სეირნობასა და გაწელვებს. ეს დაბნელება გვკარნახობს, რომ მავნე ჩვევები უნდა გარდავქმნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჯანმრთელობაზე აისახება. ეს ეხება როგორც კვებასა და ყოველდღიურ რეჟიმს, ისე ტკივილისა და დაუსრულებელი ისტორიების დამახსოვრების ჩვევას.
გაუშვით წარსული არა მხოლოდ გონებით, არამედ სხეულითაც. მაშინ დაბნელების ენერგია განახლებასა და სიმსუბუქეს მოგიტანთ, და არა დაავადებებსა და დაღლილობას.
მთვარის დაბნელების რიტუალი (7 სექტემბერი):
ძვირფასო მეგობრებო, იმისათვის, რომ განწმენდისა და განთავისუფლების პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს, მოემზადეთ სპეციალური რიტუალისთვის. ამ რიტუალის საშუალებით თქვენ შეძლებთ მარტივად დახუროთ ნეგატიური კარმული პროგრამები, გადაუჭრელი ძველი საკითხები, მძიმე ვალდებულებები, ასევე თავი დააღწიოთ მავნე ჩვევებსა და თქვენთვის უკვე არასაჭირო ტვირთს. გარდა ამისა, ამ რიტუალის მეშვეობით შეძლებთ შეივსოთ ახალი ენერგიებით, თვისებებითა და გრძნობებით, რომლებიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. თქვენ შეძლებთ მოიზიდოთ თქვენთვის ხელსაყრელი მოვლენები.
მთვარის დაბნელებისთვის, რომელიც 7 სექტემბერს დადგება, შეგიძლიათ შეასრულოთ სპეციალური რიტუალი, რომელიც ორ ნაწილს მოიცავს:
განწმენდა — ჩვენ მსუბუქად ვუშვებთ ყველაფერს, რაც უკან გვექაჩება, რაც გვამძიმებს და ვაძლევთ თავისუფლებას სხეულსა და სულს.
შევსება — ჩვენ ვქმნით ახალ პროგრამებს ჯანმრთელობის, ჰარმონიის, ძალისა და სიუხვისთვის.
ეს რიტუალი თქვენი შანსია, გარდაქმნათ დაბნელება განახლების წერტილად. სადაც შეიძლებოდა დაავადება დაწყებულიყო, დაიწყება განკურნება. სადაც იყო დაღლილობა, გაჩნდება ენერგია. სადაც იყო ნეგატიური წარსული, მოვა უკეთესი მომავალი. გამოიყენეთ ეს უნიკალური შანსი, ეს უძლიერესი ენერგიები, რომლებიც ნამდვილ ცვლილებების პორტალს ხსნის. თუ ვერ შეძლებთ რიტუალის ჩატარებას ზუსტად მთვარის დაბნელების დღეს, მისი შესრულება შესაძლებელია დაბნელების პიკის დადგომიდან 72 საათის განმავლობაში. დავაზუსტებთ, განწმენდის ნაწილი აუცილებლად პიკის დადგომამდე უნდა ჩატარდეს, შევსების ნაწილი კი შეგიძლიათ 72 საათის განმავლობაში შეასრულოთ.
განწმენდის ნაწილი:
აიღეთ სუფთა ქაღალდის ფურცელი.
ჩამოწერეთ ყველაფერი, რისგანაც გსურთ თავის დაღწევა ამ მთვარის დაბნელების ენერგიის გამოყენებით (მაგალითად, ნეგატიური ჩვევები, შიშები, მძიმე მოგონებები, ტოქსიკური ურთიერთობები).
დაბნელების პიკამდე, დაწვით ეს ფურცელი, მოახდინეთ ვიზუალიზაცია, თუ როგორ ქრება სამუდამოდ თქვენი პრობლემები, მოძველებული პროგრამები, მავნე ჩვევები, რაც ხელს გიშლით საკუთარ თავზე ზრუნვაში, წინსვლაში და რთული გარემოებები, რაც სულს გიმძიმებთ.
ფერფლი ჩაყარეთ გამდინარე წყალში შეგრძნებით და წარმოიდგინეთ, რომ საბოლოოდ ემშვიდობებით ამ ტვირთს.
შევსების ნაწილი:
დაბნელების პიკის დროს ან მისი დადგომის შემდეგ, აიღეთ ახალი სუფთა ფურცელი.
ჩამოწერეთ მკაფიო განზრახვები, რომლებიც დაკავშირებულია თვითგანვითარებასთან, ურთიერთობებთან, მატერიალურ მიზნებთან. იყავით მაქსიმალურად კონკრეტული იმაში, თუ რა გსურთ, რომ გამოვლინდეს თქვენს ცხოვრებაში (მაგალითად, ჯანმრთელობა, ჰარმონია, ფინანსური სტაბილურობა).
ფურცლის ჩაწერის შემდეგ, შეასრულეთ მადლიერების პრაქტიკა: გამოხატეთ მადლიერება სამყაროს მიმართ იმისთვის, რაც უკვე გაქვთ, და იმისთვის, რასაც მიიღებთ.
მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: „მადლობა სამყაროვ, ჯანმრთელობისთვის, სიყვარულისთვის, სიუხვისთვის და კეთილდღეობისთვის რომლითაც ივსება ჩემი ცხოვრება.“
რიტუალის ჩატარებამდე გაწმინდეთ თქვენი სივრცე, სახლი, გადაყარეთ არასაჭირო ნივთები, გაასუფთავეთ თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი ზედმეტი ინფორმაციისგან.
დაბნელების დღეს მოერიდეთ კონფლიქტებს, დავებსა და ნეგატიურ ემოციებს. ეცადეთ, იყოთ მარტოობაში, ჩაატაროთ მედიტაცია ან აფირმაციები.
ეს რიტუალი თქვენი შანსია, გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება. იყავით გახსნილი ცვლილებებისთვის, ნდობით მიიღეთ ეს ენერგიები, და ისინი გახდებიან თქვენთვის კარიბჭე ცხოვრებისკენ, სადაც ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ძალა და სინათლეა“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს!