Digest Logo

🎥 „ყაზახეთში, თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ავამღერე ჩემს მშობლიურ ენაზე...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს დათო კენჭიაშვილი

1757064648
დათო კენჭიაშვილი

მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ Silk Way Star-ზე, რაც ყაზახეთში ჩატარდა.

როგორც კენჭიაშვილი წერს, ფესტივალის ჟიურის წევრმა, ყირგიზმა მომღერალმა გულნარა ტოიგონბაევამ, რომელიც 25 წელზე მეტია სცენაზე დგას და ყირგიზეთის დამსახურებულ ხელოვანად არის აღიარებული, სრულიად სპონტანურად იმღერა ქართული სიმღერა „სულიკო“.

„Silk Way Star-ის ჟიურის წევრმა, ყირგიზმა მომღერალმა ქალბატონმა გულნარა ტოიგონბაევამ, რომელიც 25 წელზე მეტია დიდ სცენაზე დგას და ყირგიზეთის დამსახურებულ ხელოვანად არის აღიარებული, სრულიად სპონტანურად და უდიდესი სითბოთი იმღერა „სულიკო“

დაუვიწყარია ისიც, რომ ჩემი ყაზახური მოგზაურობის განმავლობაში, „აბრეშუმის გზის“ თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ავამღერე ჩემს მშობლიურ ენაზე.

დამერწმუნეთ – საოცარი განცდაა, როცა სრულიად უცხო ქვეყნის ადამიანები ასე გულწრფელად სცემენ პატივს შენს კულტურას, ენას და ხელოვნებას“, - წერს დათო კენჭიაშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აკრძალულია ცხელი წყლით გალღობა“ - როგორ გავალღვოთ გაყინული პროდუქტი სწორად?

🎥 „სასიკვდილო და საბედისწერო ასპექტი აგვისტოში გავიარეთ, თუმცა...“ - რა რეკომენდაციებს ავრცელებს მარიამ შუკაკიძე 7-დან 21 სექტემბრის დაბნელებების კორიდორზე

🎥 „ვარჯიშის შემდეგ თუ ძილი გინდებათ, ეს ნიშნავს, რომ...“ - როგორ ვიკვებოთ ვარჯიშის დროს სწორად, ნატა გაგუას რჩევები!