Digest Logo

„ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს - ზედმეტი ნერვიულობა უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე“ - 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1747116553
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 13 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

ვერძი

დღეს საუკეთესოდ გამოგივათ ნაცნობი საქმეები. ახალი პროექტები უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ. ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს — ზედმეტი ნერვიულობა უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე.

კურო

მშვიდი და ჰარმონიული დღე გელით. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს: სასიამოვნო შოპინგი, რელაქსაცია აუზში ან მასაჟი. გაამყარეთ ჯანმრთელობა და იზრუნეთ სხეულზე.

ტყუპები

ენერგია უმაღლეს დონეზეა, თუმცა უმჯობესია ფოკუსირდეთ ერთ მნიშვნელოვან საქმეზე და ბოლომდე მიიყვანოთ. კომფორტულ რიტმში იმოქმედეთ და ახალი ნაცნობობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი

დღე არ არის შესაფერისი ახალი პროექტებისთვის. უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და იყოთ ყურადღებიანი ყოველდღიურ რუტინაში. წარსული გამოცდილება დაგეხმარებათ წარმატებაში.

ლომი

დღეს წარმატებას მიაღწევთ, თუ გამოიჩენთ სიმტკიცეს და მოთმინებას. შესაძლოა, ყველაფერი მარტივად არ გამოგივიდეთ, მაგრამ პატარა სასიამოვნო სიურპრიზები კარგ განწყობას შეგიქმნით. იდეალური დროა ახალი პროექტების დასაწყებად.

ქალწული

არ ღირს ცვლილებების განხორციელება. ჩვეული მეთოდებით იმოქმედეთ. სწრაფი გადაწყვეტილებები სასარგებლო იქნება, ხოლო აქტიურობა დადებითად აისახება კარიერაზე.

სასწორი

რთული და მოულოდნელობებით სავსე დღეა. აკონტროლეთ მნიშვნელოვანი საკითხები და ერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, რათა არ დააზიანოთ ფინანსური მდგომარეობა.

მორიელი

დიპლომატიურობა და მოქნილობა დღეს დაგეხმარებათ პრობლემების თავიდან აცილებაში. იყავით მეგობრული და ერიდეთ გაღიზიანებას. სჯობს, თავი შეიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან.

მშვილდოსანი

დღეს უმჯობესია ფოკუსირდეთ ნაცნობ საქმეებზე და არ დაიწყოთ რთული პროექტები. საქმიანი შეხვედრები წარმატებით ჩაივლის, ხოლო უფროსების დახმარება მოგცემთ სწრაფ შედეგს.

თხის რქა

მოქმედება წესრიგით და უსაფრთხო გზით — ეს არის დღევანდელი წარმატების გასაღები. რთული საქმეები გადადეთ, იმოქმედეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ერიდეთ ზედმეტ კონტაქტს.

მერწყული

დღეს საუკეთესო იქნება ნაცნობი საქმეების კეთება. სჯობს, მნიშვნელოვანი პროექტები გადადოთ. საუბრები და მოლაპარაკებები დროებით გადადეთ, რადგან შედეგი შეიძლება არასასურველი იყოს.

თევზები

მშვიდი დღე გელით, რომელიც სრულად უნდა მიუძღვნათ რუტინულ საქმეებს. ინტუიციური გადაწყვეტილებები იქნება ყველაზე სწორი. არ დაგავიწყდეთ დასვენება და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიცოცხლის ელექსირი“ თუ ილუზია? – გიორგი ფხაკაძე წერს, როგორ დააჩქარა „ანტი-ეიჯინგ“ პრეპარატმა მილიარდერის სიბერე

🎥 „ჯერ გავოცდი, მერე გამიკვირდა, მერე დავიზაფრე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე

🎥 „გაჩნდება განმარტოების სურვილი და ეჭვიანობა მოიმატებს“ - მედეა დოლიძე გვიხსნის, რას უნდა ველოდოთ 12 მაისის სავსემთვარეობიდან