მნიშვნელოვანი და ემოციური კვირაა. ვარსკვლავები ცვლილებების, მოულოდნელი სიახლეების, ახალი შესაძლებლობების პერიოდზე მიგვანიშნებენ. რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და როგორ აისახება ეს კვირა ურთიერთობებზე, ჩვენს ფინანსებზე, გადაწყვეტილებებზე - აღნიშნულ საკითხებზე ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:
„შენაძენებისგან თავს ვიკავებთ ამ კვირაშიც, ისეთი პერიოდია, როცა უკვე გამოაშკარავდა პარტნიორული ურთიერთობებში რეალურად რა ხდებოდა, ამიტომ ახლა კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი სწორად მოიქცეთ თუ აქამდე არასწორი მოქცევით საკუთარი ემო ემოციები დააზიანეთ.
ნეგატიური განცდები და ემოციები, რომელიც აი, ამ პერიოდის მანძილზე ადამიანებმა შეიძლება დააგროვეს, საკუთარი თვითწმენდა, სივრცის წმენდა, საცხოვრებელი სახლის შემოსასვლელი, სამუშაო ადგილის კუთხის წმენდა მიზანშეწონილი და მისაღებია.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზს, ასე გამოიყურება:
მორიელი - მათი ენერგია უფრო ძლიერია, კომუნიკაციის უნარი უფრო, რა თქმა უნდა, ჰარმონიულია და მორიელებს აქვთ ამ კვირაში განსაკუთრებული სიკეთეები, გამარჯვებისა და სწორი ურთიერთობების ფორმირების, დამყარების პერიოდი აქვთ. ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ იმისთვის, რომ სწორ ადამიანებთან მოახდინოთ თქვენი გადაწყვეტილებების გამხელა, რომ მათზე იმოქმედოთ, მომავალზე იმოქმედოთ. ახლა მომავლისთვის საჭირო მექანიზმები უნდა გააქტიურდეს, კომუნიკაციები, ურთიერთობები, შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.
კირჩხიბი - სასიამოვნო, დადებითი მაჩვენებელი ენერგიებისა მოქმედებს. აქვთ ის ძალა, რომ ინტუიციურად, ზუსტად ხვდებიან რა, როგორ უნდა გააკეთონ. თუ ამას აკეთებენ ყველაფერი კარგად არის და გარდა ამისა, უსაფრთხოების განცდა დაკარგული აქვთ მათ და უფრო მეტად უნდათ, რომ საკუთარი თავი შეივსონ.
თევზები - ენერგეტიკა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოდუნდეთ, დაბალანსდეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათთვის არ არის, არც შენაძენები. ეს კვირა ნეტარებაში უნდა განვლოთ და განსაკუთრებულად ვეცადოთ, რომ სხვისი პრობლემების გამო ჩვენც არ გავეხლართოთ, არ გაგვხვიოს სხვა ადამიანმა განსაკუთრებით პრობლემებში.
თხის რქა - ეცადეთ ფინანსური ნაკლები ხარჯი გქონდეთ, ნაკლებად ინვესტირება საკუთარი დროისა და ენერგიის იქ, სადაც ბევრი კითხვის ნიშანია და შეიძლება იქ ბოლოს არც არაფერი არ გამოვიდეს და ასევე ადამიანებთან, იმიტომ, რომ გაქვთ ენერგეტიკა, რომ შეიძლება უბრალოდ წაართვან, უბრალოდ აიღონ, უბრალოდ ეს რესურსი იყოს გამოყენებული.
კურო - განსაკუთრებით უმართლებთ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, რაც ეხება სწავლას, განათლებას, ფუნდამენტურად რაღაცების ცვლილებას მათ ცხოვრებაში, ასევე ზრუნვას ოჯახზე, მეგობრებზე, ფინანსურ მიმართულებებზე, ანუ ასეთი გეგმების რეალიზებისთვის არის ძალიან კარგი პერიოდი.
ქალწული - შევიწროება და საფრთხის შეგრძნება ეზრდება სამსახურში და კარიერაში. მის მიმართ დაძაბულობა და ბრძოლის განცდა, თითქოს უფრო მატულობს და ეს არის მისი განცდები. არაფერი საშიში მათთან არ ხდება, უბრალოდ უფრო ჩაერთოთ ეს განცდა, რომ ჩემი ჩემია, უნდა დავიცვა.
ვერძი - ეს არის კვირა, როცა სხვა ადამიანებისგან შეიძლება საფრთხე შეგექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მოქმედება, სწორი ფორმირება. არეული ენერგეტიკული ფონი აქვთ, ამიტომ ერიდეთ ისეთ ადამიანებს, მოვლენებს, ადგილას, სადაც საფრთხეს იგრძნობთ. მეტი სიმშვიდე.
ლომი - დადებითი ენერგიები, ძალა აქვთ, ფაფარს გაშლით. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც წარმოედგინა, როგორც მას უნდოდა, როგორც ის პროგნოზირებდა და აქედან გამომდინარე, ეს მისთვის ძალიან სასიხარულო პროცესია. გამარჯვების წინა ეტაპზე გრძნობს თავს.
მშვილდოსანი - უნდა ისწავლონ ურჩხულის გარჩევა სილამაზეში, შეფარული, დამალული, გადაფარული რაღაცების მიღმა რეალური ისტორიის დანახვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღონ გადაწყვეტილება, არ ჩამოაყალიბონ რაღაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება ადამიანების, საგნების მიმართ.
სასწორი - სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობები, კოლეგებთან, სამსახურში ყველგან, სადაც ურთიერთობა არის საჭირო მათი ხანაა, მათი პერიოდია. ჭიქა ჩაით გლობალურ პრობლემასაც მოაგვარებენ. პროცესი უნდა შექმნან თავად.
ტყუპები - დიდი ტრანსფორმაცია ელოდებათ. დიდი მოვლენები ხვდება მათ ცხოვრებაში და ეს არის წინა მოსამზადებელი პერიოდი გარეგნობაზე, შინაგან ემოციებზე, გარდერობზე, ყველაფერზე უნდა, რომ იზრუნოს არ იცის სად წაიღოს ეს ენერგია და აი, ტყუპებში ხდება ეს დიდი ცვლილებები, ეს დაგროვილი ენერგიის გამოთავისუფლება.
მერწყული - დადებითად კარგი არის კვირაა. პრობლემები, ჯაჭვები, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იყო შეკრული, შეფუთული და არ დანახული, ამ კვირაში ეს გაიხსნება, შეფასდება, აღიქმება სწორად. „მადლობა“ მოვა, რომელსაც დიდი ხანია არ იღებდით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ოთო ფოლადაშვილი 33 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მოცეკვავემ დაბადების დღე
⭕ნოემბრის სარფიანი დღეები თმის შეჭრისთვის ფენ-შუის სპეციალისტისგან