მოცეკვავე, პედაგოგი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის თუ სატელევიზიო შოუს გამარჯვებული ოთო ფოლადაშვილი 1-ელ ნოემბერს იუბილარი იყო. იგი 33 წლის გახდა.
მან იუბილე მეგობრებთან ერთად აღნიშნა, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
წვეულებას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. გარდა ამისა მოცეკვავემ საზეიმო ტორტიც ჩააქრო.
განსაკუთრებული გამოხმაურება მისსა და ჯულიანა ბარ-გნარის შესრულებულმა ცეკვამ დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ოთო ფოლადაშვილი 11 წელზე მეტია სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ჰარმონიულ საცეკვაო წყვილს ქმნის მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნართან ერთად.
ცნობისთვის, ოთო ფოლადაშვილი არის ცეკვის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური მსაჯი, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში და ატარებს მასტერკლასებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნოემბრის სარფიანი დღეები თმის შეჭრისთვის ფენ-შუის სპეციალისტისგან
⭕ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს