სურვილის ასრულების ცეცხლოვანი პრაქტიკა:
ცეცხლის სტიქია საუკეთესოა ფიქრების მატერიალიზაციისთვის, რადგან ის ენერგიას მომენტალურად გარდაქმნის. ამ რიტუალისთვის დაგჭირდებათ ერთი მთლიანი, დაუზიანებელი დაფნის ფოთოლი, წითელი ფერის კალამი და სანთელი.
დაფნის ფოთოლზე წითელი კალმით დაწერეთ თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი. ეცადეთ წინადადება იყოს მოკლე და დაწერილი აწმყო დროში, თითქოს ეს მიზანი უკვე მიღწეულია. აიღეთ ფოთოლი ორივე ხელში და რამდენიმე წამით შეიგრძენით ის სიხარული, რასაც სურვილის ასრულებისას განიცდით.
აანთეთ სანთელი და ფრთხილად დაწვით ფოთოლი მის ალზე. დააკვირდით, როგორ მიემართება კვამლი ზემოთ, რაც იმის სიმბოლოა, რომ თქვენი სათხოვარი სამყარომ მიიღო. დარჩენილი ფერფლი გაიტანეთ გარეთ და ქარს გაატანეთ, რათა ენერგია სივრცეში განთავისუფლდეს და იმოქმედოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ განვასხვაოთ სტრესი და ნერვიულობა? - კომუნიკაციის ექსპერტის ნათია გოცაძის პასუხი