სტრესი და ნერვიულობა (შფოთვა) ერთმანეთისგან ძირითადად გამომწვევი მიზეზით, ხანგრძლივობითა და ორგანიზმის რეაქციის მასშტაბით განსხვავდება. მაშინ, როდესაც სტრესი არის ორგანიზმის პირდაპირი პასუხი კონკრეტულ, რეალურ გარე ფაქტორზე (ტრიგერზე), ნერვიულობა და შფოთვა უფრო მეტად შინაგან, მოსალოდნელ ან წარმოსახვით საფრთხეებთან არის დაკავშირებული და ტრიგერის გაქრობის შემდეგაც გრძელდება.
როგორ განვასხვაოთ სტრესი და ნერვიულობა? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ კომუნიკაციის ექსპერტი ნათია გოცაძე საუბრობს:
„გავმიჯნოთ კარგი და ცუდი სტრესი. არის დისტრესი, რაც გამანადგურებელია, მარტივია მისი სიმპტომები, მოქმედებს 4 ამბავზე.
დისტრესის დროს, ანუ ხანგრძლივი სტრესის დროს, როცა უკვე დავიჭიმე, ჩემს ტვინში რა ხდება? ფიქრები მაქვს ცუდი. რა ხდება მოქმედებაში? მოქმედებებიც ცუდი მაქვს. გაღიზიანებული ვარ, დავაბრახუნე, გავიჯახუნე, ცუდი პასუხი გაგეცი.
ემოციებს რაც შეეხება, ვარ გაღიზიანებული, მაქვს უძილობა, მაქვს დაღლილობა, მტკივა ფეხები, კიდურები და ხელები მტკივა“, - ამბობს ნათია გოცაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: