Digest Logo

„ფენომენალური მომენტია ემოციური გაფართოებისა და პიროვნული ზრდისთვის, სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი თანაგრძნობით მიდგომისათვის!“ - გიორგი ლობჯანიძის პროგნოზი

1749460893
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც პლანეტა იუპიტერის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე საუბრობს.

როგორც თავად ამბობს, ეს ფენომენალური მომენტია ემოციური გაფართოებისა და პიროვნული ზრდისთვის, ასევე სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი თანაგრძნობით მიდგომისათვის:

„მორიგი დიდი ინგრესია გვაქვს ცის კაბადონზე: 2025 წლის 10 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე ექსპანსიის, მსოფლმხედველობის და გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი დატოვებს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს და გადაინაცვლებს კირჩხიბის ნიშანში.

დღევანდელ პოსტში სწორედ ამ თემებზე მექნება ვრცლად საუბარი:

ეს ფენომენალური მომენტია ემოციური გაფართოებისა და პიროვნული ზრდისთვის, ასევე სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი თანაგრძნობით მიდგომისთვის!

დაახლოებით ერთი წლის მანძილზე კირჩხიბის იუპიტერის ტალღებზე ვივლით და ჩვენს მომაჯადოებელ კიბორჩხალას სეირნობას ვიხილავთ სამყაროში. დროა, რომ ინტუიციას შევეხოთ და ჩვენი თანაგრძნობის უნარი გამოვამზეუროთ. ზრუნვა ყველასთვის ბუნებრივი იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიფიქროთ ჩვენს საყვარელ ადამიანებზე და სანაცვლოდ სიყვარული მივიღოთ.

გაფრთხილება ის არის, რომ შეიძლება ძალიან ბევრი რამ გავცეთ მათზე, ვინც ამას არ იმსახურებს. საჭიროა იმის ცოდნა, თუ როდის უნდა შევინარჩუნოთ ენერგია. მთავარია, თავიდან ავიცილოთ ისეთი შეგრძნება, თითქოს ჩვენზე თავისთავად ზრუნავენ. ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სიყვარულის თასი სავსეა და შემდეგ ვნახოთ, როგორ შეგვიძლია სხვების შევსება. გახსოვდეთ, რომ კიბორჩხალას დამცავი გარსი აქვს და მინიმალურ ადამიანებს უშვებს თავის სამყაროში, ამიტომ რჩეულებთან ურთიერთობა აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისთვის.

იუპიტერის ეს კონკრეტული მოძრაობა ძალიან კარგი იქნება საოჯახო ამბების მოგვარებისთვისაც. ვისაც გაქვთ ძლიერი სურვილი დაოჯახების ან სახლში სარემონტო პროცედურების გატარების, დამატებით, იქნება ეს მიწის ნაკვეთის შეძენა, მშენებლობა, მოსავლის აღება, აგრობიზნესი თუ სხვა ... ეს წელი ბევრი თქვენგანისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება.

არაა გამორიცხული, რომ გაბზარული კავშირებიც აღდგეს, ისევ იფიქრონ ადამიანებმა ერთმანეთზე და კვლავ შეძლონ საერთო ენის გამონახვა.

იუპიტერი კირჩხიბში ეგზალტირებულია, შესაბამისად ის კონტინგენტი მივა სასურველ შედეგამდე, ვინც ამ ნიშნის იდეას გაატარებს. ფიქრი პატრიოტულ სულისკვეთებაზე, საკუთარი იდენტობის, რწმენის, ოჯახის და გეგმების ერთგულებაზე. ძირითადი მოტივი ეს იქნება.

სხვათა შორის, ძალიან მაღალია შანსი იმისა, რომ ახლა მოულოდნელად სერიოზული იდეებიც კი ჩაისახოს საქმეში, რაც სამომავლო წინსვლების გარანტი იქნება!

პარალელურად, ეცადეთ, რომ ემოციებით დიდად არ გადაიტვირთოთ თავი. კირჩხიბი მიდრეკილია ნოტსალგიისა და ნერვული აშლილობებისკენ, უჭირს წარსულის მარტივად გაშვება და დავიწყება, ამიტომ ზომიერება დაიცავით ყოველთვის.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს:

ვერძი - თქვენთვის საკმაოდ მაღალია შანსი, რომ დაკავდეთ პირადი ცხოვრების მოგვარებით. არაა გამორიცხული, რომ დაფიქრდეთ ბინის შეძენაზე ან ისეთი პროექტის გატარება ამოიღოთ მიზანში, რომელიც სამომავლოდ მოგიტანთ სერიოზულ წარმატებებს. ადგილმდებარეობების შეცვლისა და სახელმწიფო ინტერესების გატარება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.

კურო - აქ საქმე შეეხება ახალ კომუნიკაციებს, ასევე მარკეტინგულ სექტორსაც. შესაძლოა, რომ უცბად პოპულარობის წინაშეც აღმოჩნდეთ. საქმეებში ეცადეთ, რომ მარტივად არ ენდოთ ახალ გაცნობილებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მეტად კარგად რეზონირდება თქვენს ბილიკთან, ბევრ თქვენგანს და-ძმებიც ამოუდგებიან გვერდში.

ტყუპები - დრო მოვიდა საკუთარი ქონებრივი და მატერიალური პრობლემების გადაჭრის. არაა გამორიცხული ვალების გასტუმრების წინაშეც დადგეთ. მოაგვარეთ, როგორც საბანკო-საფინანსო, ისე შიდა მერკანტილური საკითხები. ეს წელი ხელს უწყობს ბიზნესს საქმიანობის წარმოებას. მოკლედ, ინვესტიციების შანსი მაღალია.

კირჩხიბი - თვითპრეზენტაციის დრო მოვიდა! დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში? ვინც ხართ სოციალური - საჯარო ფიგურა, დადექით სარკის წინ და ივარჯიშეთ სიტყვის გამოსვლის პროცესში. ეცადეთ, მკვეთრად გააცნოთ საკუთარი თავი, იდეები და პროექტები გარშემო საზოგადოებას. ასევე, გაატაროთ ეროვნული და პატრიოტული დირექტივები.

ლომი - შესანიშნავი დრო თვითგანკურნებისა და სულიერი სამყაროს დაუფლებისთვის. სხვათა შორის, ლომთა გარკვეული ნაწილი ახლა გადაწყვეტს მოგზაურობასაც. არაა გამორიცხული რომ გაგიმართლოთ ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, სულიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართულებებში. ბრწყინვალეა რელაქსი, ღმერთთან კონტაქტი და საკუთარი თავის ხელახალი შეცნობა. ეს დრო ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავსი ვითარებებისთვის.

ქალწული - ახალი მეგობრები, საქმიანი თანამოაზრეები, მომავლის იმედები და ინვესტიციები. თქვენს ცხოვრებაში მაღალია შანსი, რომ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად დაგიდგებიან გვერდში, მაგრამ ეცადეთ, რომ ყველას მარტივად არ ენდოთ. დრო მოვიდა არსებული ურთიერთობების გადახედვისაც. ვინც და რაც დრომოჭმულია დატოვებს თქვენს ცხოვრებას, ხოლო ახალი ხალხი და იმედები გაჩნდებიან მალევე. ტექნიკის გამოცვლისა და კოლექტიური სამუშაოებისთვისაც შესანიშნავი პერიოდია. თუ თავს მარტო გრძნობ - ახლა არ მოიწყენ.

სასწორი - ჩინებული პერიოდია კარიერული დაწინაურებისა და სამსახურებრივი წინსვლებისთვის. ახლა არ უნდა იზარმაცოთ. ეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი შრომა ჩადოთ პირად მიზნებში. მოუსმინეთ თქვენზე უფროს და გავლენიან ადამიანებს. ზოგიერთი მათგანი გვერდით კარგად ამოგიდგებათ, თუმცა ნუ იჩქარებთ, პროცესი შეიძლება დროში იყოს გაწელილი. დაფიქრდით კარგად თუ საით და რომელი მიმართულებით გირჩევნიათ სიარული. თუ იქნებით გეგმაზომიერი, ნამდვილად მიიღებთ დადებით რეზულტატს და დაწინაურდებით კიდეც.

ღრიანკალი - გსურთ მოგზაურობა? ან ემზადებით სერიოზული გამოცდებისა და სწავლის გაგრძელებისთვის? მაშინ, სწორედ ახლა უნდა იყოჩაღოთ და მიიყვანოთ საქმე ბოლომდე. არაა გამორიცხული, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც დაგრჩეთ ვოიაჟისას. დრო გადასარევია სულიერი თერაპიისა და ფსიქოლოგიური სამყაროს გაძლიერებისთვის. ის მორიელები, ვინც იმყოფებით მაღალ სტრუქტურებში, თქვენც ეცადეთ, რომ ეს დრო კარგად გამოიყენოთ, რათა არ აღმოჩნდეთ ურიგო მდგომარეობაში.

მშვილდოსანი - ეცადეთ, რომ მიაქციოთ ყურადღება ფინანსურ დანაზოგებს. კარგი დროა თანხის მიღება-გაცემისთვის, მაგრამ ყველას ნუ ენდობით. გახსოვდეთ, რომ ინვესტიციამდე უნდა დაფიქრდეთ. არაა გამორიცხული, რომ ფული გასცეთ და უკან აღარ დაგიბრუნონ. დადებით ვარიანტში კი, პირიქით, იხეირებთ. ბიზნესი, მემკვიდრეობის ამბები, აგრეთვე, რეპროდუქციული საკითხები, სულიერი - სპირიტუალისტური ბუნების მოძლიერებისთვის შესანიშნავი დროა.

თხის რქა - საბოლოოდ, მოვიდა დრო გადაწყვიტოთ ვინ გსურთ ცხოვრებაში რომ გყავდეთ და ვისგან იყოთ თავისუფალი. ეს ეხება, როგორც პირად პარტნიორულ კავშირებს, ასევე საქმიან კოტაქტებსა და თანამოაზრეებს. ეცადეთ, რომ არაფრის დიდებით, არ დაარღვიოთ კანონი. ეცით პატივი კოდექსს და ყველა იმ ვალდებულებას, რასაც აიღებთ საკუთარ თავზე. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და კონტაქტების გაღრმავებისთვის, მაგრამ გაუგებრობებიც უნდა დაასრულოთ.

მერწყული - დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: სად გადის ზღვარი სამსახურსა და დასვენებას შორის? შესანიშნავი დროა რელაქსისა და ახალი სამსახურის მოძებნისთვის ან დამატებითი ვალდებულების აღებისთვის. დრო მისაღებია მკურნალობისთვის, ბუნებასთან კონტაქტისა და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. არ გადადოთ დრო, თუ საქმე დღეს გაქვთ შესასრულებელი, შრომით თქვენი გარჯა დაფასდება! იყავით კოლეგებთან გახსნილი და ლმობიერი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. შანსი გაქვთ გახდეთ პიონერი კარიერულ წამოწყებებში.

თევზები - დრო მოვიდა საბოლოოდ გაარკვიოთ თუ რა ხდება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში. ვინ გსურთ ან არ გსურთ, რატომ და როგორ შეიძლება რომ გაგრძელდეს ეს თავგადასავალი? სჯობს, რომ გაუგებრობა დროულად დაასრულოთ, რათა ახალ იმედს მიეცეს გაბრწყინების შანსი! დრო კარგია ბავშვებზე ზრუნვისა და მოვლისთვის, აგრეთვე, ის თევზები, ვინც იმყოფებით ხელოვნების და კულტურის, სპორტის მიმართულებით, თქვენ ძალიან გაგიმართლებთ. გრანდიოზული პროექტების გატარებისთვისაც მისაღები პერიოდია“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან რთულია დაძინება, მერე ისევ ამ რეალობაში გაღვიძება, ჯერ კიდე სიზმარში ვართ, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია“ - ნიკოლოზ ფალიანის და ემოციურ პოსტს ავრცელებს

🎥 „ისევ ერთად ვართ, ვმეგობრობთ, გვიყვარს ერთმანეთი და გვენატრება, რადგან საქმემ გაგვყარა“ - „შუადღეს“ კვლავ ზურა და თაკო წაიყვანს

ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის პატარა ალისა გაქრისტიანდა - კადრები ნათლობიდან