
გადაცემას „შუადღე“ კვლავ თაკო ჩორგოლაშვილი და ზურა გორგაძე წაიყვანენ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მიმართვიდან ვიგებთ, სადაც თაკო და ზურა მაყურებელს მიმართავენ:
„ჩვენი დუეტი დღეს „შუადღის“ მასპინძელი იქნება. განსაკუთრებულად გვიხარია, ბედნიერები ვართ და იმედია, ჩვენი ენერგეტიკა გადავა მაყურებელზე.
ჩვენ ისევ ერთად ვართ, ისევ ვმეგობრობთ, გვიყვარს ერთმანეთი და გვენატრება ერთმანეთი, რადგან საქმემ გაგვყარა“, - ამბობენ ტელეწამყვანები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის პატარა ალისა გაქრისტიანდა - კადრები ნათლობიდან