კვირის დასაწყისი დაძაბული და ინტენსიური იქნება, შემდეგ კი შედარებით მშვიდ, თუმცა ბუნდოვან პერიოდს დაუთმობს ადგილს. კვირის ბოლოს იმპულსური გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისკენ მიდრეკილება მოიმატებს.
აღნიშნული პერიოდის მთავარი თემებია: პიროვნული ცვლილებები, თავისუფლებისა და კონტროლის საკითხები, ურთიერთობები და პირადი საზღვრები. შესაძლოა, კომუნიკაცია გართულდეს, ინტუიცია კი გამძაფრდეს. უქმეებზე ენერგიისა და ოპტიმიზმის მატებას იგრძნობთ. ასტროლოგების რჩევაა, ნაჩქარევი მოქმედებები გააზრებულ გადაწყვეტილებებში არ აგერიოთ და ინტუიციას ბრმად არ ენდოთ.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 19-25 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მეგობრებს, გუნდურ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს უნდა დაუთმოთ. შესაძლოა, ახალი იდეები გაგიჩნდეთ ან საერთო მიზნების მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობა დაგჭირდეთ. კარგი დროა სპორტისთვის, გუნდური პროექტებისა და თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. კვირის ბოლოს კი, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის მეტი დრო გამოყავით.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ მეგობრებთან ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და იმპულსურ დაპირისპირებებს. ბუნდოვან სიტუაციებში გადაწყვეტილებებს ნუ იჩქარებთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ.
კურო
ამ კვირაში ყურადღების ცენტრში კარიერა, პროფესიული რეპუტაცია და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა მოექცევა. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება სამომავლო გეგმები და მეგობრული კავშირები. შეაფასეთ უკვე მიღწეული შედეგები, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და მიმდინარე საქმეების დასრულებაზე კონცენტრირდით. დატვირთულ გრაფიკში დასვენებისთვისაც გამონახეთ დრო.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს და ეცადეთ, პროფესიული უთანხმოებები მშვიდად მოაგვაროთ. პარასკევს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერისას.
ტყუპები
ამ კვირაში აქტუალური იქნება სწავლა, მოგზაურობა, ახალი ცოდნის მიღება და კარიერული განვითარება. შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, გაიფართოოთ თვალსაწიერი, დაამყაროთ ახალი პროფესიული კავშირები ან სამომავლო თავგადასავლები დაგეგმოთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი ცოდნის გასაღრმავებლად და ახალი შესაძლებლობების შესაფასებლად.
ასტროლოგების რჩევა: ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს და კამათს მოერიდეთ, განსაკუთრებით - მგზავრობისას. ყურადღებით შეაფასეთ არსებული ინფორმაცია და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ.
კირჩხიბი
ამ კვირაში ყურადღებას მოითხოვს საერთო ფინანსები, ვალდებულებები და პირადი ცვლილებები. ამასთან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს სწავლის, მოგზაურობისა და კარიერული განვითარების საკითხებიც. კარგი დროა ფინანსური მდგომარეობის გადასახედად, ხარჯებისა და ვალდებულებების შესაფასებლად. ნუ უგულებელყოფთ ემოციურ კეთილდღეობას და დასვენების აუცილებლობას.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს, ფინანსურ მანიპულაციებსა და დაუგეგმავ ხარჯებს. მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველა დეტალი გადაამოწმეთ.
ლომი
ამ კვირაში მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორული ურთიერთობები, ქორწინება, საქმიანი შეთანხმებები და საერთო ფინანსები. ხელსაყრელი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, უთანხმოებების მოსაგვარებლად და ურთიერთობებში კომპრომისის მოსაძებნად. თუ ახალი ცოდნის მიღებას ან სამომავლო გეგმების განხორციელებას აპირებთ, წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ულტიმატუმებს, ეჭვიანობასა და გაურკვეველ შეთანხმებებს. პარასკევს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას.
ქალწული
ამ კვირაში წინა პლანზე სამუშაო, ყოველდღიური ვალდებულებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები და ცხოვრების ჩვეული რიტმი გადმოვა. ხელსაყრელი პერიოდია საქმეების მოსაწესრიგებლად, ჯანსაღი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად და გადადებული ამოცანების დასასრულებლად. ამასთან, ნუ დაივიწყებთ პირად ურთიერთობებს და პარტნიორთან გულწრფელი საუბრისთვის დრო გამონახეთ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ გადაღლას, მანიპულაციებში ჩართვასა და ემოციურ ფონზე მნიშვნელოვანი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებას. სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას შეეცადეთ.
სასწორი
ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება შემოქმედებას, რომანტიკულ ურთიერთობებსა და ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა. კარგი დროა საყვარელი საქმიანობისთვის, რომანტიკული შეხვედრის დასაგეგმად და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. ეცადეთ, ყოველდღიურ საზრუნავებთან ერთად სასიამოვნო საქმიანობისთვისაც გამონახოთ დრო.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ურთიერთობების ზედმეტ დრამატიზებასა და პარტნიორის იდეალიზებას. პარასკევს ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ეცადეთ, ემოციებმა თქვენს არჩევანზე გადაჭარბებული გავლენა არ მოახდინოს.
მორიელი
ამ კვირაში ყურადღების ცენტრში სახლი, ოჯახი და შინაგანი სიმშვიდე მოექცევა. შესაძლოა, საცხოვრებელი გარემოს განახლებისა და მეტი სიმყუდროვის შექმნის სურვილი გაგიჩნდეთ. კარგი დროა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, სახლის მოსაწესრიგებლად და ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, დასვენებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვისაც გამონახეთ დრო.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ოჯახურ დაპირისპირებებსა და მანიპულაციებს. ფინანსურ საკითხებზე საუბრისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუფიქრებელ ხარჯებს ნუ გასწევთ.
მშვილდოსანი
ამ კვირაში გააქტიურდება კომუნიკაცია, სოციალური ურთიერთობები, საქმიანი შეხვედრები და მოკლე მოგზაურობები. შესაძლოა, ახალი კონტაქტები დაამყაროთ ან უკვე დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოთ. კარგი დროა როგორც პროფესიული, ისე ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, მკვეთრ გამონათქვამებსა და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. შაბათს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ როგორც კომუნიკაციისას, ისე ახალი წამოწყებების დაგეგმვისას.
თხის რქა
ამ კვირაში ყურადღების ცენტრში ფინანსები, შემოსავლის წყაროები და პირადი რესურსები მოექცევა. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს ან არსებული ფინანსური მდგომარეობის გადახედვის საჭიროება იგრძნოთ. დაგეგმეთ ბიუჯეტი, გააანალიზეთ ხარჯები და მეტი ორგანიზებულობა შეიტანეთ საოჯახო საქმეებში. ფინანსური სტაბილურობა თავდაჯერებულობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებსა და დაუფიქრებლად აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს. ოჯახში შესაძლო უთანხმოებების დროს კი ეცადეთ, ფულთან დაკავშირებული საკითხები მშვიდად განიხილოთ.
მერწყული
ამ კვირაში ყურადღება საკუთარ თავს, პირად მიზნებსა და ინიციატივებს უნდა დაუთმოთ. შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, შეიცვალოთ გარეგნობა, დაიწყოთ ახალი პროექტი ან ცხოვრების წესი გადაახალისოთ. კარგი დროა პირადი გეგმების დასახვისა და ფიზიკურ აქტივობაზე ზრუნვისთვის. მთავარია, საკუთარ სურვილებთან ერთად რეალური შესაძლებლობებიც გაითვალისწინოთ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ახლობლებზე ზეწოლასა და მანიპულაციას. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ფინანსურ საკითხებში სარისკო ნაბიჯების გადადგმას მოერიდეთ.
თევზები
ამ კვირაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება შინაგან სამყაროს, ემოციურ მდგომარეობასა და ძალების აღდგენას. შესაძლოა, განმარტოებისა და საკუთარ ფიქრებში ჩაღრმავების სურვილი გაგიჩნდეთ. დრო დაუთმეთ დასვენებას, შემოქმედებით საქმიანობასა და იმ საკითხებზე დაფიქრებას, რომლებიც შინაგან სიმშვიდეს გირღვევთ. ეცადეთ, ყოველდღიური დატვირთვის მიუხედავად, საკუთარი საჭიროებები არ უგულებელყოთ.
ასტროლოგების რჩევა: მოერიდეთ ილუზიებსა და სიტუაციების არასწორად შეფასებას. დაუგეგმავი ხარჯებისგან თავი შეიკავეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნუ იკამათებთ, შექმენით რაღაც ახალი, ძლიერი და მართლაც გამორჩეული“ - 19 ოქტომბრის ენერგიები
წყარო: www.beaumonde.ge