Digest Logo

ფინანსური სიურპრიზი, მოულოდნელი შეხვედრები და წარმატების მიღწევის ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1759131626
ფინანსური წარმატება ჰოროსკოპი

შემოდგომის პირველი თვე ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, განვლილ ეტაპებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ, მიღწეული შედეგები აღვნიშნოთ და სამომავლო გეგმები ჩამოვაყალიბოთ. მიმდინარე კვირა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან მოვლენებს ჰპირდება. უფრო ზუსტად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება 29 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე არსებული პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:

ვერძი

ეს კვირა თქვენთვის ჩვეულებრივზე მეტ თავისუფლებასა და შესაძლებლობებს ხსნის. თქვენი ენერგიის დონე შესამჩნევად მაღალი იქნება და ეს ყველა დეტალში იგრძნობა. შესაძლოა, ახალი პროექტების დაწყება, ან არსებული საქმეების საბოლოოდ დასრულება დაგეგმოთ. მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, მაგრამ გადაჭრა გიჭირთ. შესანიშნავი პერიოდია მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად. უბრალოდ გასეირნებაც კი ენერგიით აგავსებთ, ხოლო კომუნიკაცია სიხარულის წყაროდ გადაიქცევა. თუ წარსულიდან ადამიანები კვლავ გამოჩნდებიან, მათ ახალი პერსპექტივიდან დანახვასა და იმის გაგებას შეძლებთ, თუ რატომ ბრუნდებიან ისინი თქვენს ცხოვრებაში.

კურო

კვირის მანძილზე სახლთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის მთავარ თემად გადაიქცევა. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავ ადამიანებს შეხვდეთ, რაღაც მნიშვნელოვანი საუბრისთვის მოემზადოთ. მიმდინარე კვირის ენერგია გაძლევთ შესაძლებლობას, ფინანსური თვალსაზრისით, გარკვეული გეგმები შეიმუშაოთ, შეიძინოთ ის, რაც ძალიან გინდათ. გარდა ამისა, ემოციური სტაბილურობა დაგეხმარებათ, თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ და ის საკითხი, რომელზედაც დიდი ხანია, ღელავთ, საბოლოოდ გადაჭრათ.

ტყუპები

შესაძლოა, გქონდეთ განცდა, რომ თქვენი ყოველდღიური რიტმი შესამჩნევად აჩქარებულია. ბევრი თქვენგანი ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გადის. კვირის განმავლობაში შეიძლება, სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრა, კომუნიკაცია, მიმოწერები, მოგზაურობა მოგიწიოთ. თქვენი იდეებისა და შეხედულებების სხვებისთვის გადაცემას შეძლებთ და ბევრი მსმენელიც გეყოლებათ. ერთგვარი აურზაურის მიუხედავად, გაქვთ შანსი, ახალი კავშირები და მოულოდნელი შესაძლებლობები იპოვოთ. ეს კვირა აქტიური სოციალური ცხოვრებისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ცოცხალი დისკუსიებისთვის შესანიშნავი პერიოდია.

კირჩხიბი

ფულსა და ღირებულებებზე ფიქრი კვირის განმავლობაში ხშირად შეგახსენებთ თავს. ახლა მნიშვნელოვანია, გაიაზროთ, თქვენი რესურსები თქვენსავე საჭიროებებს რამდენად შეესაბამება. მიმდინარე კვირა გიბიძგებთ, თქვენს ჩვევებს გადახედოთ და რეალურად შეაფასოთ, რა გჭირდებათ და რაზე უნდა თქვათ საბოლოოდ უარი. ფინანსური შეფერხებები შესაძლოა, შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ეს პერიოდი ახალ შესაძლებლობებზე დაგაფიქრებთ, საკუთარ ძლიერ მხარეებს კიდევ ერთხელ გაჩვენებთ და მოგცემთ შანსს, რომ ტოქსიკური ურთიერთობებისა და დამოკიდებულებებისაგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ.

ლომი

მიმდინარე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანია, ყურადღება საკუთარ რეალურ სურვილებსა და ფიქრებზე გაამახვილოთ. თვითგამოხატვის შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ. ეს კვირა თქვენთვის საკმაოდ აქტიური იქნება. შესაძლოა, ახალი ადამიანები გაიცნოთ, თქვენს გეგმებზე, განსახორციელებელ საქმეებზე, იდეებზე ხმამაღლა ისაუბროთ, მხარდამჭერები შემოიკრიბოთ და განხორციელების გზებზეც იფიქროთ. როდესაც საქმე ფინანსურ საკითხებს ეხება, აქ ჯობს თქვენი პოზიცია რადიკალური იყოს და არ დასთანხმდეთ იმაზე ნაკლებს, ვიდრე თქვენი შრომა ღირს. ეს კვირა ნამდვილად მოგცემთ შესაბამის ენერგიას, რომ იმოქმედოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება დაიწყოთ.

ქალწული

კვირის განმავლობაში შესაძლოა, განმარტოების სურვილი ხშირად გაგიჩნდეთ. ეს კი გიბიძგებთ, რომ ცოტა ხნით შეისვენოთ და ზუსტად განსაზღვროთ, რისი გაკეთება გინდათ სამომავლოდ. უფროსებთან, კოლეგებთან კომუნიკაცია შედარებით გაგიმარტივდებათ, რაც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ენერგია პრაქტიკული საქმიანობისკენ მიმართოთ. მიმდინარე კვირაში ჯობს, არასაჭირო კამათს თავი მაქსიმალურად აარიდოთ, კონცენტრირდეთ არსებულ საქმეებზე და სამომავლო გეგმებიც განსაზღვროთ.

სასწორი

სოციალიზაცია და ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა თქვენთვის შთამაგონებელი იქნება. ეს კვირა მნიშვნელოვან შეხვედრებსა და საუბრებს გპირდებათ, რაც ახალ ჰორიზონტებსა და შესაძლებლობებს გაგიხსნით. თქვენს შრომასა და მონდომებას შეამჩნევენ და დააფასებენ. კვირის განმავლობაში ჯობს, ახალი საქმეები, მოგზაურობა, გამოცდილებები დაგეგმოთ. ეს განსაკუთრებით გამოგადგებათ და მოტივაციასაც აგიმაღლებთ.

მორიელი

კვირის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იქნებით. ბევრი ადამიანი თქვენი თვისებებითა და წარმატებით აღფრთოვანებული იქნება. ეს შესანიშნავი დროა იდეების პოპულარიზაციისა და რეპუტაციის გასაძლიერებლად. საკმარისი ენერგია გექნებათ, რომ ახალი პროექტები დაიწყოთ და სამსახურშიც საკუთარი შესაძლებლობები უკეთ წარმოაჩინოთ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირის განმავლობაში შესაძლოა, მოულოდნელი ფინანსური ბონუსი ან სიურპრიზი მიიღოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თქვენს პირად ცხოვრებასაც შეუძლია, სასიამოვნო მომენტებითა და თბილი ემოციებით გაგაოცოთ.

მშვილდოსანი

მიმდინარე კვირა ჰორიზონტების გაფართოებისკენ გიბიძგებთ. მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, უნარების გამრავალფეროვნებისთვის, ახალი საქმეების განხორციელებისათვის მეტი შესაძლებლობა გექნებათ. მაშინაც კი, თუ ყველაფერი შეუფერხებლად არ წარიმართება, იგრძნობთ, რომ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ ვითარდება. ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ, თქვენი ყველაზე ამბიციური იდეებიც კი განახორციელოთ და გააკეთოთ ის, რაც ადრე განსაკუთრებით გერთულებოდათ. კომუნიკაცია გაგიმარტივდებათ, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, საკუთარი გეგმებისა და სურვილების შესახებ თავისუფლად ისაუბროთ.

თხის რქა

მიმდინარე კვირის განმავლობაში მოგიწევთ, ის საკითხები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ, საბოლოოდ გადაჭრათ. ეს ეხება როგორც ურთიერთობებს, საქმეებს, ასევე რესურსებს. შესაძლოა, დიდი ხნის წინ გადადებული საქმეები, ამოცანები ახლა დაასრულოთ, წარსულიდან მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ. ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი რეალური სურვილების შესახებ კარგად დაფიქრდეთ და დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

მერწყული

თქვენთვის კვირის მთავარი აქცენტი ურთიერთობებზეა. პარტნიორობა, მეგობრობა და სამუშაო კავშირები ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. შესაძლოა, წარსულიდან ადამიანები კვლავ დაბრუნდნენ და მათთან შეხვედრა და კომუნიკაცია თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს. ამ შემთხვევაში, გაქვთ შანსი, გაურკვეველი, წარსულში დატოვებული საკითხები საბოლოოდ გადაჭრათ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირა პირადი ურთიერთობების კუთხით, სასიამოვნო შეხვედრებსა და სიახლეებს გპირდებათ. მთავარია, ახალ შესაძლებლობებზე უარი არ თქვათ და სიახლეების არ შეგეშინდეთ.

თევზები

ენერგიისა და მოტივაციის მომატებას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარი საქმეები, ყოველდღიური რუტინა ისე დაალაგოთ, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ. კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯებიც კი ეფექტური იქნება. სამსახურშიც საკმაოდ პროდუქტიული კვირა გელოდებათ. სახლის პირობების გაუმჯობესება ან სივრცის განახლება სიამოვნებასა და ჰარმონიის განცდას მოგიტანთ. ეს კვირა თავდაჯერებულობას მოგიტანთ და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში ყველაფერი თქვენთვის სასარგებლოდ დაალაგოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეჰ, მეც მალე დავბერდები და დავუწყებ გზას ყურებას შვილიშვილების მოლოდინში“ - ნუცა ცისკარიშვილის ემოციური კადრები

„შესაძლოა არასტაბილურობა, მაგრამ ამავე დროს ინტუიციური შანსიც, მოუსმინე სხეულს“ - 29 სექტემბრის ასტროლოგიური ენერგიები

„ძალიან კეთილი, ტკბილი გოგო...“ - მარიამ როინიშვილის პატარა კირა 5 თვის გახდა

წყარო: www.beaumonde.ge