
ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს და კადრებს.
ამჯერად მან მორიგი ვიდეო გაუზიარა გამომწერებს, რომელიც ზემო ხოდაშენშია გადაღებული:
„ჩავედი ზემო ხოდაშენში, პაპას სახელზე შემორჩენილ სამ პწკარ ვაზს მოვეფერე, რომელსაც ღირსეულმა მეზობელმა მოუარა და ასე მხრებგაშლილი დამხვდა🥺
იქვე დალი ბებოც ვნახე შემთხვევით, ტირილით მოიგონა თავისი ძმობილი და ჩამიკრა გულში 🥺 მერე დიდედა და რეზო პაპაც ვნახე, გაუხარდათ მოულოდნელი სტუმარი შორეული წყალტუბოდან, თუმცა მალევე მომიწია მათი დატოვება და ასე დაღონებული წამოვედი..
ეჰ, მეც მალე დავბერდები და დავუწყებ გზას ყურებას შვილიშვილების მოლოდინში“, - წერს ნუცა ცისკარიშვილი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან კეთილი, ტკბილი გოგო...“ - მარიამ როინიშვილის პატარა კირა 5 თვის გახდა