Digest Logo

ფინანსური წარმატება, კრიზისი, ინტრიგები და მოტყუება - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

1794401235
ქეთევან ჯანდიერი

ეს კვირა, წარსულის გადაწყვეტილებებსა და გამოცდილებას დაგიბრუნებთ და მათი საშუალებით ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. ეს იქნება როგორც გამძლეობის გამოცდა, ისე ცვლილებებისთვის მზადყოფნის შემოწმება.

ჯანსაღი ამბიციები წინსვლაში დაგეხმარებათ, თუმცა მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ. ყველა ვერ გაიგებს და მიიღებს თქვენს არჩევანს, ამიტომ შესაძლოა „ზედმეტი” ადამიანებისგან დისტანცირება მოგიწიოთ. გარკვეულ მომენტში არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით: შეინარჩუნოთ ჩვეული მდგომარეობა თუ გაბედოთ ცვლილებები.

ამ კვირის ტენდენციებია:

▫️ წარსულში დაწყებული საქმეების დაბრუნება

▫️ ფინანსური წარმატებები

▪️ ურთიერთობების კრიზისი

▪️ სტიქიური არასტაბილურობა.

📌 პიროვნული განვითარება: გაბედულად გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს. თუ აქამდე სხვებს ეყრდნობოდით და ზოგჯერ გადაწყვეტილებების მიღებასაც მათ ანდობდით, ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია. დრო კვლავ ცვლილებებს მოითხოვს, თუმცა ამაში საშიში არაფერია, რადგან ცვლილება საკუთარი თავის უარყოფას არ ნიშნავს.

ეძებეთ ხარისხიანი ტრანსფორმაციის გზები. სცადეთ საკუთარი თავი ახალ როლში, შეისწავლეთ რაიმე ახალი, რაც თქვენს საქმიანობას უკავშირდება. არ მისცეთ გარშემომყოფებს უფლება, საკუთარ თავში ეჭვი შეგატანინონ.

გახსოვდეთ, არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.

ამ კვირის ტენდენციები:

▫️ შეცდომების გამოსწორება

▫️ ვალდებულებებისგან გათავისუფლება

▪️ მტკივნეული ცვლილებები

▪️ ინტრიგები და მოტყუება.

📌 სამსახური და კარიერა: მოგიწევთ აქტიური ტემპით მუშაობა! თითქოს ზაზუნა ბორბალში ტრიალებდეს. იყავით ყველგან, აითვისეთ ახალი ჰორიზონტები და თქვენს წრეში საინტერესო პარტნიორები შემოიკრიბეთ. ყურადღება მიაქციეთ ახალგაზრდების საქმიანობას. მოდური და თანამედროვე მიმართულებები კარგ მოგებას გპირდებათ. ასევე, ნუ უგულებელყოფთ სამართლიან და კონსტრუქციულ კრიტიკას.

ამ კვირის ტენდენციები:

▫️ მასშტაბური პროექტები

▪️ კონფლიქტები კოლექტივში

📌 სიყვარული და ურთიერთობები: კვირა ძველ გრძნობებთან, წარსულ ნაცნობებთან და იმ საკითხებთან დაგაბრუნებთ, რომელთა მოგვარებაც ურთიერთობებში ადრე ვერ მოახერხეთ. თუმცა ნუ გააიდეალებთ დასრულებულ ურთიერთობებს. ისინი წარსულში სწორედ იმიტომ დარჩნენ, რომ წარსულს ეკუთვნიან.

ახლა უფრო მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომელ ურთიერთობას აქვს მომავალი და რომელს არა? და ამის მიხედვით მისცეთ განვითარების შანსი, თუ სიყვარული ისევ ცოცხალია ორივე მხრიდან! და თუ არის მზაობა რომ ორივე პარტნიორმა იმუშაოს ურთიერთობის გაჯანსაღებაზე!

📌 როდის არის ხელსაყრელი ახალი ნაცნობობისთვის? ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.. ყოველდღიური პროგნოზი (მთვარის კალენდრის მიხედვით)

📌 9 ნოემბერი, ორშაბათი.. დღის პირველ ნახევარში მოთმინება გამოიჩინეთ და მოვლენებს სიმშვიდით შეხვდით. წარმატების შესაძლებლობები ჯიუტი და მიზანდასახული ადამიანებისთვის იხსნება. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ნაცნობები ჩართეთ. აკეთეთ თქვენი საქმე, მიუხედავად დაბრკოლებებისა. საღამოსკენ კი აქტიურობა შეამცირეთ!! ეს დრო დაძაბული და კონფლიქტურია.

📌 10 ნოემბერი, სამშაბათი.. ეს დღე გეგმების შეცვლასა და ჩვეული გზიდან უფრო პერსპექტიული მიმართულების არჩევას გაიძულებთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. წარმავალი შესაძლებლობები გამოჩნდება და გაქრება, თუმცა ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებას მიგანიშნებთ. ნუ მისცემთ წვრილმანებს დიდი სურათის გაფუჭების საშუალებას.

📌 11 ნოემბერი, ოთხშაბათი.. დილიდანვე მოემზადეთ დიდი საქმეების გასაკეთებლად. ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეები შესაძლოა დიდ შესაძლებლობებად გადაიქცეს. ნუ მოგერიდებათ მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა, თუმცა მთლიანად სხვებზე ნუ იქნებით დამოკიდებული. ფული დაზოგეთ და ზედმეტად ნუ დახარჯავთ.

📌 12 ნოემბერი, ხუთშაბათი.. ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე და დაისახეთ დიდი მიზნები. მაშინაც კი, თუ ჩანაფიქრის განხორციელება თავდაპირველი ფორმით ვერ მოხერხდება, საფუძველს მაინც კარგს ჩაუყრით. წარმატებას მოგიტანთ მარტო მოქმედება!

📌 13 ნოემბერი, პარასკევი.. დილა მოულოდნელობებს გპირდებათ, თუმცა გაურკვეველი საკითხების მოსაგვარებლად დაუფიქრებლად ნუ იჩქარებთ. ზოგჯერ უმჯობესია სიტუაცია გაუშვათ და უბრალოდ დააკვირდეთ მოვლენებს. გაუფრთხილდით ფულსა და ქონებას. დღისით საინტერესო შეხვედრები, საღამოს კი სასარგებლო ნაცნობობები შეიძლება სასიამოვნო გაგრძელების საწინდარი გახდეს.

📌 14 ნოემბერი, შაბათი.. მოერგეთ საკუთარ შინაგან რიტმს და ადრე დასახული გზით განაგრძეთ სვლა. შესაძლოა ვინმე თქვენი ყურადღების მიპყრობას შეეცადოს, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც თქვენზეა. დაისვენეთ მშვიდად და მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. სამუშაოში დეტალებს ყურადღება მიაქციეთ და პასუხისმგებლობის სხვებისთვის.

📌 15 ნოემბერი, კვირა.. სამყარო მოვლენებით არის სავსე და გარშემომყოფები ცდილობენ, ამ საერთო მორევში ჩაგითრიონ. იმოქმედეთ სიტუაციის შესაბამისად და ყველა გადაწყვეტილება ორჯერ გადაამოწმეთ. თუ საქმიანობით ხართ დაკავებული, კარგი შესაძლებლობები გამოჩნდება. ხოლო დასვენებისთვის საუკეთესო არჩევანი ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - იგი ადგილზე გარდაიცვალა

🎥 მზადება ზამთრისთვის - როგორ გავათბოთ სახლი სწორად

🎥 დიაბეტი ქალებში: რა იცვლება ჰორმონებთან ერთად ორსულობიდან მენოპაუზამდე პერიოდში

✕