Digest Logo

🎥 მზადება ზამთრისთვის - როგორ გავათბოთ სახლი სწორად

1794399716
ზამთარი და გათბობა

ამინდი მკვეთრად შეიცვალა, დილაობით გარეთ გასვლა არის მეტად სუსხიანი, სულ უფრო რთული ხდება თბილი ლოგინის დათმობა დილას, საღამოობითაც გვინდება პლედში გახვევა, ცხელი ჩაის დალევა. ზამთარი გვიახლოვდება, საქართველოს გარკვეულ ნაწილებში თოვლიც მოვიდა. სითბო კი ასეთ დღეებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 

როგორ გავათბოთ სახლი სწორად - აღნიშნულ თემაზე კომპანია „ენერჯის“ გაყიდვების ხელმძღვანელი პაპუნა გელაშვილი გადაცემაში „შუადღე“ საუბრობს:

„გაზის გამათმობელი არის ცენტრალურ გათბობის სისტემასთან შედარებით უფრო ბიუჯეტური, თუმცა მარტო ბიუჯეტზე არ შეიძლება გაკეთდეს აქცენტი, შეიძლება ბიუჯეტი გვაძლევდეს შესაძლებლობას ცენტრალური გათბობის, მაგრამ ფიზიკურად დრო არ გვქონდეს, რადგან ცენტრალური გათბობას საჭიროებს საკმაოდ ბევრ დროს, რომ დავამონტაჟოთ, ანუ ბევრი გათვლებია გასაკეთებელი, შესაძლებელია ამდენი დრო არ გვქონდეს, როცა უფრო სწრაფად გვინდოდეს სითბოს მიღება. აი, ამ მომენტში შემოდის უკვე გაზის გამათმობლები, რომელიც არის ეკონომიური, ასევე მარტივი სამონტაჟო, თუმცა არ არის გათვლილი მთელი სახლისთვის, ეს არის კონკრეტული ფართისთვის გათვლილი.

აქ გასათვალისწინებელია ერთი მთავარი ფაქტორი, ამ ტიპის გამათმობლებს ზოგადად ვიყენებთ ერთ კონკრეტულ ფართში და ხშირად არის ხოლმე, რომ ტემპერატურულ ცვლილებებს ვიღებთ მთლიან სახლში, ანუ რაღაც იმ წერტილში, სადაც გამათმობელი აყენია უფრო დიდი ტემპერატურა არის, თუმცა სხვა ოთახებში უფრო ნაკლები ტემპერატურა არის“, - ამბობს პაპუნა გელაშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დიაბეტი ქალებში: რა იცვლება ჰორმონებთან ერთად ორსულობიდან მენოპაუზამდე პერიოდში

🎥 „რომ ენახა ძალიან გაუხარდებოდა, სულ ერთად ვუყურებდით ამ პროექტს“ - გარდაცვლილი დედისთვის მიძღვნილი ცეკვა: მარიამ ზელილოვას გზა „ნიჭიერის“ სცენამდე

⭕„დიდი ძალა აქვს ნიჭს, ადამიანობასა და სიკეთეს“ - რა თქვა მომღერალმა „ოქროს ღილაკის“ გამოყენების შემდეგ

✕