Digest Logo

ფინანსური წარმატება, სასიამოვნო შეხვედრები და კარიერული წინსვლა - როგორი იქნება 13-19 ივლისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1783922584
ტაროს პროგნოზი

რეტროგრადული მერკური თავის გავლენას 23 ივლისს დაასრულებს. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ის ძალებს უკვე ამ კვირაში დაკარგავს. ამის გამო ბევრი შვებას იგრძნობს. ვარსკვლავები მაინც გვაფრთხილებენ: რთული პერიოდი მალე დასრულდება, მაგრამ ზოგიერთ ნიშანს კვლავ გარკვეულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 13-19 ივლისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი

ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის სასიკეთო პერიოდი გრძელდება. ამ კვირაშიც გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. უხერხულობას ნუ მოითმენთ და უსამართლობას ნუ შეეგუებით. საკუთარი ინტერესების დასაცავად, როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში, ახლა საუკეთესო დროა. ორშაბათი და სამშაბათი გადამწყვეტი მოქმედებებისთვის, ინიციატივის გამოჩენისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის გამოდგება. ოთხშაბათს შესაძლოა, ძველმა კონფლიქტებმა ან წყენებმა შეგახსენოთ თავი. თუმცა, ურთიერთობების გარკვევაზე ძალებს ნუ დახარჯავთ. ხუთშაბათს ფულადი შემოსავალი ან მოულოდნელი მოგებაა მოსალოდნელი. პარასკევს შესაძლოა, ძველი ოცნება ან მნიშვნელოვანი სურვილი აგისრულდეთ. უქმეებზე მაცდურ წინადადებებს სიფრთხილით მოეკიდეთ. ფარული მანიპულაციების არსებობა აუცილებლად შეამოწმეთ.

კურო
 
კუროებისთვის ეს კვირა საყოფაცხოვრებო საზრუნავითა და წვრილმანი საქმეებით დაიტვირთება. გარშემომყოფები საკუთარი პრობლემების განხილვაში მუდმივად ჩაგითრევენ. ამიტომ, პირადი საზღვრების მკაფიოდ გავლება და მანიპულაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვანია. სამშაბათს პირადმა ცხოვრებამ შესაძლოა, უსიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადოთ. თუ ურთიერთობა დიდი ხანია, ეჭვებს იწვევს, მნიშვნელოვან კითხვებს გულწრფელად უპასუხეთ. ერთად ყოფნის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად მიიღეთ. ხუთშაბათს ფინანსებს, საბანკო ბარათებსა და დოკუმენტებს ყურადღებით ადევნეთ თვალი. კვირის დასასრული დასვენებას ჯობს, დაუთმოთ. შაბათი მეგობრებთან შეხვედრის ან ბუნებაში გასეირნებისთვის შესანიშნავი პერიოდია. კვირა კი საყვარელ ჰობის დაუთმეთ.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს საკმაოდ წარმატებულ კვირას ჰპირდებიან. საქმეშიც და სიყვარულშიც ბევრი რამ ზუსტად თქვენი სურვილისამებრ განვითარდება. თუმცა, ორგანიზმის საგანგაშო სიგნალებს ახლა უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. თუ ჯანმრთელობა დიდი ხანია, გაწუხებთ, მას დრო აუცილებლად დაუთმეთ. სამშაბათს კარიერული წარმატებაა მოსალოდნელი. კოლეგებს შორის თქვენი ავტორიტეტიც საგრძნობლად გაიზრდება. თქვენს იდეებს სერიოზულად ის ადამიანებიც კი აღიქვამენ, ვინც ადრე სკეპტიკურად გიყურებდათ. კვირის შუა პერიოდში მცირე პაუზის გაკეთება და ძალების აღდგენა სასარგებლოა. იდეალური ვარიანტი ტელეფონისა და სოციალური ქსელების გარეშე, ბუნებაში გასეირნება იქნება. უქმეებზე, შესაძლებლობის ფარგლებში, ძველი ვალდებულებები დახურეთ, ვალები დააბრუნეთ და ძველი დაპირებები შეასრულეთ.

კირჩხიბი

ამ კვირაში კირჩხიბების მთავარი სურვილი სრულფასოვანი დასვენება იქნება. თუმცა, სამსახურებრივი საკითხები თქვენს გააქტიურებას მაშინაც კი შეეცდება, როცა მოდუნებას მოინდომებთ. მიუხედავად ამისა, რესურსების აღსადგენად დროის გამონახვა მაინც სცადეთ. სამშაბათს ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და ძალებს ფუჭად ნუ დახარჯავთ. კვირის შუა პერიოდმა შესაძლოა, ცვლილებები მოიტანოს. აღნიშნულ ცვლილებებს ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა შეუძლიათ. ახალი შესაძლებლობების ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსაც ნუ მიიღებთ. კვირის მეორე ნახევარში თქვენი ყველა ემოცია, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, პირად ცხოვრებასთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული. ამის გამო სამსახურებრივ საქმეებზე კონცენტრირება შესაძლოა, გაგიჭირდეთ. უქმე დღეებში ვარსკვლავები საჭესთან სიფრთხილის გამოჩენასა და დაუფიქრებელი შესყიდვებისგან თავის შეკავებას გირჩევენ.

ლომი

ლომებმა ამ კვირაში ურთიერთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ზედმეტ გულახდილობას მოერიდონ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენი გარემოცვიდან ყველა ადამიანი სრულ ნდობას არ იმსახურებს. ზედმეტი გახსნილობა შესაძლოა, თქვენს საზიანოდ შემოტრიალდეს. ორშაბათი ენერგიის მოზღვავებასა და აქტიური მოქმედების სურვილს მოგიტანთ. მთავარია, ძალები ფუჭად არ გაფანტოთ და შედეგებს მიაღწიოთ. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გადაწყვეტილებები აუჩქარებლად მიიღეთ. მოსალოდნელი შედეგები კარგად გააანალიზეთ. კვირის მეორე ნახევარში მსხვილ შესყიდვებზე უარის თქმა და სხვისი რჩევების უგულებელყოფაა სასურველი. უქმეები დასვენებას, სახლის სიმყუდროვესა და თქვენ გარშემო კომფორტული გარემოს შექმნას მიუძღვენით.

ქალწული

ქალწულებისთვის წარმატებული პერიოდი იწყება. ადრე დაბლოკილი ბევრი შესაძლებლობა თქვენ წინაშე კვლავ გაიხსნება. ბედი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს გაძლევთ. მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება. სამშაბათს მხოლოდ სხვების მოლოდინებზე ორიენტირება შეწყვიტეთ. საკუთარ სურვილებს ყური აუცილებლად დაუგდეთ. კვირის შუა პერიოდში ყურადღება გარეგნობას, ვარცხნილობასა ან გარდერობის განახლებას დაუთმეთ. პარასკევს ფინანსურ საკითხებში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. საეჭვო წინადადებებს თავი აარიდეთ. უქმეები სიყვარულსა და ურთიერთობებში სასიამოვნო მოვლენებს გპირდებათ. ეს განსაკუთრებით მაშინ მოხდება, თუ ურთიერთობებზე სრულად კონცენტრირდებით.

სასწორი

სასწორებს ამ კვირაში განსაკუთრებით იმ საქმეებში გაუმართლებთ, რომლებშიც მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი აქვთ. ბევრი წამოწყება კარგ შედეგს მოიტანს. ისინი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებსაც გაგიხსნიან. ორშაბათი შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის სასიკეთოა. უჩვეულო კერძი გასინჯეთ ან საინტერესო ღონისძიებას ეწვიეთ. ოთხშაბათმა შესაძლოა, დაძაბულად ჩაიაროს. თუმცა, ვარსკვლავები ამბობენ, რომ ყველა სირთულეს თავს წარმატებით გაართმევთ. კვირის ბოლოს თქვენს გარემოცვას ყურადღებით დააკვირდით. თქვენ გვერდით შესაძლოა, ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, რომელიც ბოლომდე გულწრფელად არ მოქმედებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აუჩქარებლად მიიღეთ. ყველაფერი ორჯერ, ან უკეთესია, სამჯერ გადათვალოთ.

მორიელი

ამ კვირაში მორიელებს მარტივი ჭეშმარიტების გაგება მოუწევთ: კარგი თვითშეგრძნება ცხოვრების ყველა სხვა სფეროში წარმატების საწინდარია. კვირის პირველ ნახევარში ვინმემ შესაძლოა, თქვენი პირადი საზღვრების დარღვევა სცადოს. შეპასუხების ნუ შეგეშინდებათ. საკუთარ საჭიროებებსა და მოლოდინებზე პირდაპირ ილაპარაკეთ. ოთხშაბათი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და გაბედული ნაბიჯების დღედ იქცევა. კვირის მეორე ნახევარში დამატებითი უნარების ათვისება სასარგებლოა. შეცდომების ნუ შეგეშინდებათ. კვირა დღე ბუნებაში დასასვენებლად იდეალური იქნება. დრო წყალთან ახლოს, ტყეში ან ქალაქის ხმაურისგან შორს გაატარეთ.

მშვილდოსანი

კვირის დასაწყისში მშვილდოსნებისთვის თვალთახედვის არეში ყოფნა და ზედმეტად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სასურველი არ არის. თქვენი წარმატებები გარშემომყოფებში ინტერესს, ზოგში კი შურსაც გამოიწვევს. სამშაბათს საყვარელი ადამიანისთვის დროის გამონახვა და გულთბილად გასაუბრება სცადეთ. კვირის შუა პერიოდი ემოციური ბალანსის აღდგენას მოითხოვს. კარგი გადაწყვეტილება მეგობრებთან შეხვედრა ან რომანტიკული საღამო იქნება. პარასკევს გრაფიკი ზედმეტი საქმეებისგან მაქსიმალურად გაათავისუფლეთ. უქმე დღეებში სპორტი, სეირნობა და საკუთარ თავზე ზრუნვა ენერგიის სწრაფად დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

თხის რქები ამ კვირაში ყველა გადადებული საკითხის მოგვარების მზაობას იგრძნობენ. თუმცა, მოვლენები შესაძლოა, იმაზე ბევრად ნელა განვითარდეს, ვიდრე თქვენ ისურვებდით. კვირის დასაწყისში გარშემომყოფებისგან ზედმეტს ნუ მოითხოვთ. ადამიანებმა შესაძლოა, თქვენი მოლოდინები ვერ გაამართლონ. მათი გაკრიტიკება არ ღირს. კონფლიქტები სიტუაციას მხოლოდ გაართულებს. ოთხშაბათს შესაძლოა, ზოგიერთი ილუზია დაიმსხვრეს. თუმცა, ეს მოვლენების რეალური მდგომარეობის დანახვაში დაგეხმარებათ. კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ დაგეგმვას დაუთმეთ. დაუფიქრებელ ხარჯებსა და ემოციურ შესყიდვებს თავი აარიდეთ.

მერწყული

მერწყულებისთვის ამ კვირაში საკუთარი თავის გაკრიტიკების შეწყვეტა მნიშვნელოვანია. თუ თქვენი შრომისმოყვარეობის შედეგებს ხედავთ, არჩეული კურსით მოძრაობა განაგრძეთ. სამშაბათს ძველ პრობლემას სხვა კუთხით შეხედეთ. შესაძლოა, გამოსავალი ბევრად მარტივი აღმოჩნდეს, ვიდრე ადრე გეგონათ. ხუთშაბათი მეგობრულ შეხვედრებსა და ფინანსური საკითხების მოგვარებას ხელს შეუწყობს. შაბათი შედეგების შეჯამებისა და შეცდომების ანალიზისთვის გამოდგება. კვირა დღე დასვენებას, ჰობისა და იმ საქმიანობას მიუძღვენით, რომელიც ენერგიით გავსებთ.

თევზები

კვირა თევზებისთვის შესაძლოა, არასტაბილური აღმოჩნდეს. დროდადრო საზრუნავისგან დამალვისა და გარე სამყაროსგან დისტანცირების ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ. მიუხედავად ამისა, მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება. წინსვლა განაგრძეთ, თუნდაც შედეგები ჯერ არ ჩანდეს. სამშაბათს განსაკუთრებულ როლს ახლობელი ადამიანები შეასრულებენ. ორმხრივი მხარდაჭერა ფასდაუდებელი აღმოჩნდება. კვირის შუა პერიოდში ყურადღება ჯანმრთელობას, ძილის რეჟიმსა და სრულფასოვან დასვენებას დაუთმეთ. პარასკევი ნანატრი შესყიდვებისა და მცირე სურვილების ასრულებისთვის გამოდგება. უქმეებზე ვარსკვლავები ბუნებაში წასვლას, სიმშვიდით ტკბობასა და შინაგანი ჰარმონიის აღდგენას გირჩევენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საღამოს 6-ის მერე იშიმშილებ თუ იქეიფებ, არ აინტერესებს კალორიებს“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕დღეს, 13 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: www.beaumonde.ge