
დღეს, 22 სექტემბერს შემოდგომის დღეღამტოლობაა, რაც ასტრონომიულად ნიშნავს, რომ მზის პირდაპირი სხივი ეცემა ეკვადორს და დღისა და ღამის სიგრძე თითქმის თანაბრდება - დაახლოებით 12 საათი დღე და 12 საათი ღამე.
მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, სინათლე თანდათან იკლებს და იწყება ზამთრისკენ სვლა.
აღნიშნული მოვლენა ასტროლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია, რაზედაც სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წერს:
„გილოცავთ ნამდვილი შემოდგომის დადგომას!
დღეს შემოდგომის ბუნიობაა, მზე სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს 22:19 სთ-ზე და სწორედ აქედან აითვლება ბუნების ზეიმი, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, ეს არის დრო, როდესაც სხვადასხვა ხალხების ტრადიციებში და ლეგენდებში ქალღმერთი ტოვებს თავის სამყოფელს და მიდის ქვესკნელში თავის მეუღლესთან.
ეს მისი გადასვლა, მოგზაურობა სხვა სამყაროში მზის ჩასვლის, ბუნების მიძინების, ზამთრის მოახლოების სიმბოლოცაა.
ეს არის კლასიკური, ძველი ლეგენდა შუმერებში ინანას შესახებ, ასევე ძველ ბერძნულ მითები პერსეფონეს, რომაულში კი - პროზერპინას შესახებ.
უფრო მეტის გასაგებად, გაეცანი წინა პოსტებს, ხოლო ის მარტივი პრაქტიკები რომელიც გაგიზიარეთ, შეგიძლია დღეს ან მომდევნო 3 დღის განმავლობაშიც შეასრულო“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ: