Digest Logo

„დაიმუხტეთ დადებითად და გარემოშიც შეიტანეთ მეტი პოზიტივი! სახლიც კი გაწმინდეთ ზედმეტი ნარჩენებისგან“ - გიორგი ლობჯანიძე შემოდგომის დღეღამტოლობაზე

1758529658
გიორგი ლობჯანიძე

დღეს, 22 სექტემბერს შემოდგომის დღეღამტოლობაა, რაც  ასტრონომიულად ნიშნავს, რომ მზის პირდაპირი სხივი ეცემა ეკვადორს და დღისა და ღამის სიგრძე თითქმის თანაბრდება - დაახლოებით 12 საათი დღე და 12 საათი ღამე.

მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, სინათლე თანდათან იკლებს და იწყება ზამთრისკენ სვლა.

აღნიშნული მოვლენა ასტროლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია, რაზედაც სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე წერს: 

„როგორი ლამაზი დღეა! 

წელს შემოდგომის ბუნიობა, „დღეღამტოლობა“  22 სექტემბერს თბილისის დროით 22:19 საათზე გვექნება!
ამ დროს დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მზისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული და შესაბამისად, პლანეტის ყველა წერტილში დღე და ღამე თანაბარია.

ახლა კი შეგვიძლია, რომ ნამდვილი შემოდგომის დადგომა მივულოცოთ ერთმანეთს!

რეალური შემოდგომა იწყება მაშინ, როცა მზე გადაბრძანდება სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. სწორედაც რომ ამ დროს გვაქვს დღეღამტოლობა და ახალი სეზონის გახსნაც!

განსხვავებით გაზაფხულისგან, როდესაც მამაკაცური დინამიკა ირთვება, შემოდგომის ბუნიობას უფრო ქალური ენერგია ახლავს თან. თვითონ სასწორიც ხომ ვენერით ნამართი ნიშანია, რომელსაც იდეალურად ესმის ბალანსისა და კანონზომიერების თემები.

შემოდგომის დაწყება გვამცნობს მოსავლის აღების საკითხებს. ჯამში ბუნება ნელ-ნელა ემზადება ზამთრის ღრმა ძილისთვის, მანამდე კი გვმართებს გენერალური სამუშაოების ჩატარება.
იქნება ეს მიწისგან ჩვენი ულუფის მიღება, უსარგებლო საგნების, ნივთების, ზოგიერთი დრომოჭმული ურთიერთობის დასრულება თუ სხვა.

მადლობა უთხარით, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ყველაფრისთვის, ჩაუღრმავდით სულიერად თქვენს თავს, ილოცეთ, იმუშავეთ მავნე ჩვევებზე!

ეს ორკვირიანი მზე-მთვარის დაბნელების დერეფანი, ისედაც მისაღები იყო ჯამური კერხერიზაციისთვის.

დაიმუხტეთ დადებითად და გარემოშიც შეიტანეთ მეტი პოზიტივი! სახლიც კი გაწმინდეთ ზედმეტი ნარჩენებისგან!
გისურვებთ ბედნიერ შემოდგომას!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„თქვენი დროა, ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ, საუკეთესო წლის განმავლობაში“ - როგორი კვირა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

„აიღეთ, წააბრძანეთ სახლში, ჩაიფიქრეთ მასზე სურვილი, შეგიძლიათ გაალამაზოთ, დაახატოთ“ - მარტივი პრაქტიკა შემოდგომის დღეღამტოლობისთვის

ორიგინალური ტორტი, ანიმაციის გმირები და ალაფურშეტი - როგორ აღნიშნა ნატალია ქუთათელაძემ შვილის დაბადების დღე