Digest Logo

ფინანსური წინსვლის შანსი და მნიშვნელოვანი ცვლილებები - როგორი იქნება 20-26 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1776679695
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

კვირა მზის ენერგიული ვერძიდან გაწონასწორებულ კუროში გადასვლით იწყება. ფეთქებად სტარტს აუჩქარებლობა ჩაანაცვლებს, წინა პლანზე კი მატერიალური კეთილდღეობა და მიწიერი სიკეთეები გადმოდის. ვინაიდან ფინანსური სტაბილურობის მოთხოვნილება შესამჩნევად იზრდება, გრძელვადიანი გეგმა შეადგინეთ, საქმეები მოაწესრიგეთ და მოძველებული პროექტების რეორგანიზაცია დაიწყეთ.

ამ პერიოდში თქვენი მთავარი უპირატესობა მიზანდასახულობა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი იქნება. ეს დრო კომფორტის შესაქმნელად და ცხოვრების პრაქტიკული მხარის მოსაგვარებლად იდეალურია.

მართალია, პლუტონის დაძაბული გავლენა სიმშვიდეს ოდნავ არღვევს, თუმცა, ამავდროულად, იგი განსაკუთრებული ქარიზმითა და რესურსების მართვის ნიჭით გაჯილდოებთ.

მათთვის, ვინც პროფესიულ წინსვლას, სპორტულ მიღწევებსა თუ პოპულარობას ესწრაფვის, ეს პერიოდი თვითდამკვიდრებისა და წარმატების მომტანია. ბიზნეს-ტრენინგებში მონაწილეობა და საინვესტიციო ბაზრის შესწავლა დიდი გარღვევისთვის საუკეთესო მოტივაცია გახდება. 

ხუთშაბათამდე, ვიდრე ვენერა კუროს ნიშანშია, ფინანსური საკითხები პოზიტიურად გადაწყდება, რაც ცხოვრებისგან კმაყოფილების მიღებაში დაგეხმარებათ. ურანთან კავშირი კი ფულადი სახსრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ შერწყმას შეუწყობს ხელს.

24 აპრილიდან ვენერა ტყუპების ჰაეროვან ენერგეტიკაზე გადაერთვება. ამ დროს ინტელექტუალური გატაცებები, ლიტერატურა და ხელოვნება უფრო მიმზიდველი ხდება. ეს საუკეთესო პერიოდია მეტყველების დასახვეწად, კომერციული ნიჭის გასავითარებლად და სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვის.

მერკური ამ კვირის მთავარი ფიგურაა. იგი პროგრესულ აზროვნებას, მოხერხებულობასა და სიახლეებისადმი ინტერესს განსაკუთრებით წაახალისებს. ამ დღეებში საქმიანი კავშირები ძალიან სწრაფად მყარდება. ინფორმაციის ფლობის სურვილი კომერციული წარმატების წინაპირობა გახდება, თუმცა ეცადეთ, გადაწყვეტილებებში სიჩქარე და ქაოსურობა აირიდოთ.

მარსი კვლავ ვერძის ნიშანშია, რაც მოქმედებისთვის დამატებით ენერგიას გვმატებს. გადაწყვეტილებებს ბევრად მარტივად მივიღებთ.

კვირის დასასრული მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნება: 26 აპრილიდან ურანი ტყუპების ნიშანში გადადის, რაც მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში პროგრესულ ხედვებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას ჩაუყრის საფუძველს. იმატებს ტექნოლოგიური გარღვევები და უჩვეულო გატაცებები.

მზარდი მთვარე მთელი კვირა ენერგიით გვავსებს, თუმცა ორშაბათს და სამშაბათს მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყება არ ღირს. ჯობს, მსხვილი შენაძენები, დოკუმენტების გაფორმება და ახალ სამსახურში გადასვლა რამდენიმე დღით გადადოთ.

როგორი იქნება 20-26 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

ახალი საქმეების დასაწყებად შესანიშნავი დროა, თუმცა ხარჯები მკაცრად აკონტროლეთ. საეჭვო და სწრაფი გამდიდრების შემოთავაზებებს ნუ ენდობით. საუკეთესო შედეგს მაშინ მიიღებთ, თუ თქვენს ნიჭს ტექნოლოგიებში, დიზაინსა თუ შემოქმედებით პროექტებში მიმართავთ.

კურო

თქვენი ამბიციები და წინსვლის სურვილი იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ შრომისმოყვარე ხართ, ამ კვირაში ძალების დაზოგვა გმართებთ. ვარსკვლავები რადიკალური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებას გირჩევენ. ყურადღება არსებულ საქმეებსა და ვალდებულებებზე გაამახვილეთ.

ტყუპები

ახლა ცხოვრების არსზე ფიქრისა და სულიერი ძიების პერიოდი გაქვთ. მასშტაბურ პროექტებს ნუ შეეჭიდებით, რადგან გადაჭარბებული მოლოდინები მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. რისკები ფხიზლად შეაფასეთ და პარტნიორებთან საერთო ენა გამონახეთ.

კირჩხიბი

გამოავლინეთ თქვენი ინდივიდუალურობა, რადგან სწორედ ეს მოგიტანთ ახალ შესაძლებლობებს. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებსა და კრედიტებს - მათ შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზები მოჰყვეს. ენერგია სპორტსა და პროფესიულ განვითარებას მოახმარეთ.

ლომი

ამ კვირაში ზედმეტად კრიტიკული ხართ, რაც კონფლიქტებს იწვევს. ნუ ეცდებით სხვების ნაკლოვანებებზე მითითებას. სახელშეკრულებო ვალდებულებებს ნუ აიღებთ, თუმცა რთულ ამოცანებზე მუშაობა დიდ გამოცდილებასა და წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

საკუთარი აზრის ნებისმიერ ფასად გატანა კარგს არაფერს მოგიტანთ. სამსახურებრივი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, წინასწარ მოამზადეთ საჭირო არგუმენტები და ანგარიშები. ნუ ჩაებმებით ინტრიგებსა და ჭორებში, კონცენტრირდით მხოლოდ საკუთარ საქმეზე.

სასწორი

ეს პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობების გადაფასებას ეთმობა. მოერიდეთ ემოციების გადაჭარბებულ გამოვლენას და ეჭვიანობას. კარგი იქნება, თუ დროებით გართობაზე უარს იტყვით და ყურადღებას საკუთარ მიღწევებსა და სამომავლო მიზნებს დაუთმობთ.

მორიელი

ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას მაქსიმალური ტაქტი გამოიჩინეთ. ნუ აჰყვებით ნეგატიურ სცენარებს. გირჩევნიათ იმ ადამიანების გარემოცვაში იყოთ, ვისაც ენდობით. თქვენი მთავარი იარაღი ახლა სიმშვიდე და თავშეკავებაა.

მშვილდოსანი

ახლო გარემოცვასთან კამათის თავიდან ასაცილებლად, ნურავის დაადანაშაულებთ უსაფუძვლოდ. დოკუმენტებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. რუტინისგან გამოწვეულ ნეგატივს სეირნობით, ვარჯიშით ან გარემოს შეცვლით შეგიძლიათ, უშველოთ.

თხის რქა

მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ რეკლამებსა და ცდუნებებს ნუ აჰყვებით. ფინანსებისადმი რაციონალური მიდგომა დაგეხმარებათ სტაბილურობის შენარჩუნებაში. კარგი დროა საკუთარ თავში იმის აღმოსაჩენად, რაც რეალურად განიჭებთ ბედნიერებას.

მერწყული

თქვენთვის საკმაოდ ემოციური კვირაა, ამიტომ ენერგია დაზოგეთ. თუ საოჯახო საქმეები გღლით, მოვალეობები სხვებს გადაუნაწილეთ. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სიმშვიდეში და საკუთარ თავს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ.

თევზები

ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გადადეთ. ნეგატიური ფიქრებისგან თავის დასაღწევად ფიზიკურად დაიტვირთეთ. სიმშვიდე, განმარტოება და სრულფასოვანი დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბევრი რამ ვცადე და საბოლოოდ მივაგენი“ - სამი პროდუქტი სახის კანის მოვლისთვის, რომელსაც ლელა წურწუმია იყენებს

⭕„დღევანდელ მოქმედებებს შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს“ - 20 აპრილის ასტროპროგნოზი

⭕რა ხდებოდა გვიან ღამით ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ნიკოლოზ მაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს