
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 14 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„ჰოროსკოპი 14 ივნისისთვის
მთვარის დღე — 18-ე
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე თხის რქასა და მერწყულში
ვერძი
დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისა და მარტო მუშაობისთვის. შესაძლებელია, დაგაწვეთ დამატებითი პასუხისმგებლობები — როგორც სამსახურში, ისე ახლობლების მიმართ. ვიღაცას თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. იპოვეთ კომპრომისი, მიდით დათმობებზე.
კურო
სავარაუდოა სერიოზული საუბარი მეგობართან ან თანამოაზრესთან. შეიძლება თქვენ დაგავალონ ორგანიზება ან მონაწილეობა საზოგადოებრივ ღონისძიებაზე. კარგი დროა კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობების გასამყარებლად. არ თქვათ უარი საინტერესო შემოთავაზებებზე — ეს შეიძლება მნიშვნელოვანი გზის დასაწყისი იყოს.
ტყუპები
სამსახურში შესაძლებელია დამატებითი მოვალეობების მიღება. უფროსი ნათესავები საჭიროებენ ყურადღებას. საყვარელი ადამიანი გაგახარებთ. კარგი დღეა შეხვედრებისთვის და ნაცნობობებისთვის. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი შესყიდვებისგან. იდეა, რომელიც გაწუხებთ, ღირს ანალიზად.
კირჩხიბი
დღეს შეიძლება ზედმეტად მებრძოლი იყოთ, განსაკუთრებით — ოჯახში. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ აგრესიის განტვირთვაში. გამოიყენეთ დრო სამომავლო გეგმების დასაწერად ან ახალი ცოდნის მისაღებად. სამუშაოს მხრივ — ეცადეთ სხვა გზების პოვნა. კომუნიკაცია შორეულ ადამიანებთანაც იქნება სასარგებლო.
ლომი
მოსალოდნელია ცვლილებები — შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში, მგზავრობაში ან ნათესავებთან ურთიერთობაში. თუმცა ის ცვლილებები, რაც თავად გსურთ, ნელა განვითარდება. სავარაუდოა დაბრკოლებები. ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ — დახმარებაზე იმედი არ გქონდეთ.
ქალწული
ფრთხილად იყავით ნათქვამთან. შეიძლება კონფლიქტში შეხვიდეთ ან სხვისთვის თქვენი აზრის თავზე მოხვევა სცადოთ. არაა შესაფერისი დრო პარტნიორებთან როგორც პირად, ისე საქმიანი ურთიერთობებისთვის. დაალაგეთ პრიორიტეტები და არ ეცადოთ ყველაფერი ერთ დღეში მოასწროთ.
სასწორი
სამსახურში მოსალოდნელია გაუგებრობები და დაპირისპირებები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ხელმძღვანელობასთან ან ოფიციალურ სტრუქტურებთან ურთიერთობისგან. დღე დატვირთული იქნება საოჯახო საქმეებითაც. არ არის შესაფერისი დრო გართობისთვის — იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და დაისვენეთ.
მორიელი
შეიძლება მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება. ნუ ჩქარობთ — დაფიქრდით. თუ წყვილში ხართ, შეიძლება თავისუფლების სურვილი გამოიკვეთოს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდება. გაატარეთ დრო ერთად, სადმე გაისეირნეთ — უბრალოდ არ დაჯდეთ ეკრანის წინ.
მშვილდოსანი
ოჯახური საქმეები და ახლობლები მეტ ყურადღებას მოითხოვენ. შეიძლება დამატებითი პასუხისმგებლობებიც დაგეკისროთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უფროსი თაობის ჯანმრთელობას. მეგობრებთან შეხვედრები შეიძლება დაძაბულობად გადაიქცეს. შესაძლოა, დღეს მეტად გაღიზიანებული იყოთ.
თხის რქა
ფრთხილად იყავით კომუნიკაციაში. თავი აარიდეთ ჩხუბს და დაპირისპირებას. მოსალოდნელია სერიოზული თანამშრომლობის ან მივლინების წინადადება. დღე დატვირთული იქნება გადაადგილებით. მოლაპარაკებები და პარტნიორული საკითხები სჯობს სხვა დროისთვის გადაიტანოთ. მეგობრისგან შეიძლება მოულოდნელი ამბავი გაიგოთ.
მერწყული
ფინანსური საკითხები მოითხოვენ ყურადღებას — ბიუჯეტის დაგეგმვა, დოკუმენტებთან მუშაობა. საჭესთან ფრთხილად იყავით — ტრავმების რისკი მომატებულია. შესაძლებელია, შემოგთავაზონ მივლინება ან ითანამშრომლოთ უცხოელებთან. კარგი დროა ხანგრძლივი მოხმარების ნივთების შესაძენად.
თევზები
განწყობა შესაძლოა დაბალი იყოს, მაგრამ ვალდებულებები არსად გაქრა. ზოგი მეტად გაღიზიანდება, სხვები — ჩაკეტილი გახდებიან. სცადეთ რაღაც ახალი — შეცვალეთ რუტინა, გაემგზავრეთ, მოამზადეთ უჩვეულო კერძი — ეს ენერგიას გაგიზრდით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ...“ - რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2025 წელს დიდი ცვლილებები ელის
⭕„უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა...“ - 14 ივნისის ამინდის პროგნოზი