ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 11 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:
„🌙 მთვარე მარსთან შეერთებაში ტყუპების ნიშანშია ეს სწრაფი გადაწყვეტილებების, აქტიური კომუნიკაციისა და მსუბუქი იმპულსურობის დღეა დღეს ემოციები და მოქმედების სურვილი ერთიანდება მოგინდებათ ბევრი საუბარი, მოძრაობა და საკითხების სწრაფად გადაწყვეტა.
თუმცა ფრთხილად იყავით: შესაძლოა, სიტყვებმა ფიქრებს გაუსწროს. დღის სტრატეგია:
➡️ გამოიყენეთ ეს ენერგია მნიშვნელოვანი საუბრისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ ვინმეს დარწმუნება გჭირდებათ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა.
➡️ ნუ შეეჭიდებით ბევრ საქმეს ერთდროულად. ენერგია ბევრი იქნება, მაგრამ შესაძლოა ათი საქმე დაიწყოთ და ვერცერთი დაასრულოთ.
➡️ კონფლიქტურ თემებზე სიტყვებს ყურადღება მიაქციეთ. იმპულსურობა შეიძლება სიმკაცრეში გადაიზარდოს პასუხის გაცემამდე ცოტა დაფიქრდით.
დღის გასაძლიერებლად: ჩაატარეთ მნიშვნელოვანი საუბარი, ათი საქმის ნაცვლად ერთი მთავარი ამოცანა აირჩიეთ და დაკავდით აქტიური მოძრაობით სირბილით, ველოსიპედით ან ცეკვით“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ულამაზესი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე იტალიიდან
⭕ ესპანეთის ნაკრები 16-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია