Digest Logo

🎥 „ფრთხილად იყავით, არ აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში!“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1756719454
მიხეილ ცაგარელი

„მიმდინარე კვირაში დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია, შემდეგი კვირიდან კი პოზიტიურში გადაინაცვლებს.

ჯერ კიდევ არის დაძაბულობა, რაც დაგვირგვინდება 7 სექტემბრით - აქ ხდება სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. 2 კვირის განმავლობაში შევდივართ დაბნელების დერეფანში. 

პერიოდი ცოტა რთულია, ყველა ზოდიაქოს ნიშანს სირთულეს უქმნის, ამიტომ ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე“, - მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში 2 სექტემბრიდან მერკური გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ხოლო სატურნი 1-ელ სექტემბერს დაბრუნდება თევზებში. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

♈ ვერძი 

გექნებათ ბევრი წვრილმანი საკითხი მოსაგვარელები, ამავდროულად ეს საკითხები ითხოვენ სწრაფ გადაწყვეტილებას. 

აქ ვერ დაეყრდნობით პარტნიორებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ძველმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი.

კარგია - 4 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 2 და 7 სექტემბერი. 

♉ კურო

ენერგოტონუსს არ უჩივით, შეგიძლიათ თქვენი ნიჭის გამოვლინება. თუმცა ფრთხილად იყავით იქნება ბევრი წვრილმანი საკითხი, რომლის მოგვარებაც თქვენ მოგიწევთ. 

პერიოდი კარგია კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობის მისაღებად.

კარგია - 3 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 5 და 7. 

♊ ტყუპები

ზედმეტად არ გადაიღალოთ. აქ შესაძლოა, საყოფაცხოვრებო თემებში მოგიწიოთ ჩართვა, შეიძინოთ ახალი ნივთები და მოაწესრიგოთ სახლის საქმეები.

ეცადეთ, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. 

კარგია - 1, 5 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 3 და 7 სექტემბერი.

♋ კირჩხიბი

შეგიძლიათ, იმოქმედოთ ინტუიციაზე დაყრდნობით, მეტ ყურადღება გმართებთ და თავდაჭერა ახლობლებთან. არ იყოთ ზედმეტად მომთხოვნი მათ მიმართ.

ეს პერიოდი არ არის კარგი საყიდლებისთვის, თუმცა შეგიძლიათ, აწარმოოთ მოლაპარაკება. ხელშკერულებას თუ ხელს აწერთ, კარგად გადახედეთ ყველაფერს. 

კარგია 2 სექტემბერი, არ ვარგა 4 და 7.

♌ ლომი  

მიმდინარე კვირაში შესაძლოა, გაუმჯობესდეს თქვენი მატერიალური მდგომარეობა. გამოავლინეთ თქვენი ცოდნა, რომელიც დაფასდება.

ეცადეთ არ აჰყვეთ აზარტს, თორემ აღმოჩნდებით კვირის მეორე ნახევარში ამ პრობლემის წინაშე. ეს პერიოდი არ არის კარგი მსხვილი საყიდლებისთვის. 

კარგია 6, ხოლო არ ვარგა 3 და 7 სექტემბერი. 

♍ ქალწული

პერიოდი კარგია და ახლა თქვენი დროა, ამიტომ გამოიყენეთ ეს ყველაფერი და წამოაჩინეთ თქვენი ნიჭი მაქსიმალურად. 

ფრთხილად იყავით პარტნიორულ ურთიერთობაში და ხელმძღვანელებთან.

კარგია 3 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 1,6 და 7 სექტემბერი. 

♎ სასწორი

ეს პერიოდი არასტაბილურია, ამიტომ ფრთხილად იყავით, ეცადეთ დაისვენოთ და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ეს არის დაბადების წინა პერიოდი, რაც რთულია და იყავით ფრთხილად.

ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლო არ გათქვათ. 

კარგია 4 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 2 და 7.

♏ მორიელი

პერიოდი კარგია კონტაქტებისთვის და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ფრთხილად იყავით არ აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში და არ წარმოქმნას კონფლიქტი. 

ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტიდან მიიღებთ გადაამოწმეთ. 

კარგია - 3, ხოლო არ ვარგა - 1, 6 და 7 სექტემბერი.

♐ მშვილდოსანი

ახლა წინა პლანზე კარიერული საკითხებია. თქვენ გეგმებში შესაძლოა, მოხდეს ცვლილებების შეტანა, ასევე ეცადეთ კოლეგებთან და უფროსებთან გამოიჩინოთ მეტი დიპლომატიურობა, რათა არ შეიქმნას პრობლემები და მოხდეს კარიერული წინსვლა და წარმატება. 

კარგია 1 და 5 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 3 და 7.

♑ თხის რქა 

კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მაღალია, თუმცა არის გარკვეული სირთულეები. მგზავრობა-მოგზაურობისთვის არ არის კარგი პერიოდი, თუმცა კარგია უცხოელებთან კონტაქტი. 

კარგია - 2 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 4 და 7.

♒ მერწყული

ბევრი გადაუწყვეტელი საკითხები იქნება. თქვენ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, რამაც შეიძლება გაართულოს ურთიერთობები.

ეცადეთ, დაეყრდნოთ ინტუიციას. ენას კბილი დააჭირეთ და ისე იმოქმედეთ. 

კარგია - 1 და 6, ხოლო არ ვარგა 3 და 7 სექტემბერი.

♓ თევზები

სხვადასხვა წინაღობები შეიძლება წარმოიქმნას თქვენსა და როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო პარტნიორებს შორის. 

ფინანსური დამოუკიდებლობის კუთხით მედგრად იცავთ საკუთარ პოზიციას, პერიოდი კარგია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად.

კარგია - 2 და 7 სექტემბერი, ხოლო არ ვარგა 5. 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვუსურვებ ჩემს თავს ბედნიერებას, წარმატებას და ძალას, რომ მივაღწიო ყველაფერს, რასაც ჩავიფიქრებ“ - ეკატერინე ტუღუში

🎥 „ეს უძილო და რთული ღამეების შედეგია“ - გაიცანით აზერბაიჯანელი დები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება მიიღეს

⭕„ვის ცხოვრებაში გაჩნდება, აბედნიერებს“ - თიკა ფაცაცია გვანცა დარასელიას დაბადების დღეს ულოცავს