Digest Logo

🎥 „ეს უძილო და რთული ღამეების შედეგია“ - გაიცანით აზერბაიჯანელი დები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება მიიღეს

1756715025
აზერიბაიჯნალეი დები

გაიცანით აზერბაიჯანელი დები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება მიიღეს - მათ შესახებ სიუჟეტი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა მოამზადა.  

ორივე დები ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოხვდნენ, სამართლის პროგრამაზე. 

„ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. ქულების გამოცხადების დროს ჩემს დასთან და დედასთან ერთად ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რადგან ეს უძილო, რთული ღამეების და მუდმივი შრომის შედეგია. 

ამაში მშობლების როლი დიდია და დედას დიდ მადლობას ვუხდი, მას სულ სჯეროდა ჩემი.

ჩემი ყველაზე საყვარელი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძეა, რომლის ნაწარმოებიც ჩემში აღვიძებს თავისუფლებას. 

აბიტურიენტებს ვურჩევ არ დაკარგონ შრომის სურვილი და დრო სწორად გაანაწილონ“, - ამბობენ დები. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვის ცხოვრებაში გაჩნდება, აბედნიერებს“ - თიკა ფაცაცია გვანცა დარასელიას დაბადების დღეს ულოცავს

⭕„დღეს ყველაზე ძვირფასი დღეა“ - გიორგი ძოწენიძე იუბილარია

⭕ 7 სექტემბერს გვაქვს წლის ბოლო მთვარის დაბნელება: „მოერიდეთ კამათსა და სარკაზმს...“ - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება!