Digest Logo

„ფრთხილად იყავით მანიპულაციებთან, ნუ გადააჭარბებთ ემოციების გამოხატვისას“ - რას წერს ხათუნა ნოელი პლანეტათა მცირე აღლუმზე

1755600086
ხათუნა ნოელი, ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. 

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტების მცირე აღლუმზე წერს, რომელიც ამ კვირაში 21 აგვისტომდე იქნება. 

მისი თქმით, ცაზე 1 ხაზზე გამწკრივებული იქნება მთავარი 4 პლანეტა - მთვარე, მერკური, ვენერა და იუპიტერი.

ნახეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პერიოდში და რა უნდა გავითვალისწინოთ 👇

„პლანეტათა მცირე აღლუმი.

ამ კვირაში, 21 აგვისტომდე ცაზე 1 ხაზზე გამწკრივებულები იქნებიან მთვარე, იუპიტერი, ვენერა და მერკური - ოთხი ყველაზე ნათელი ობიექტი ღამის ცაზე.

ყველაზე მკაფიოდ მათი დანახვა ადრე დილის საათებში იქნება შესაძლებელი, თუმცა მერკური შესაძლოა, საკმაოდ მკრთალი იყოს და ვერც გაარჩიოთ.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, პლანეტათა აღლუმი განსაკუთრებულ ენერგიას ქმნის, რაც გავლენას ახდენს კოლექტიურ და ინდივიდუალურ დონეზე.

აქ ერთმანეთს ერწყმის კირჩხიბის და ლომის ენერგიები.

ამან შეიძლება, გამოიწვიოს მკვეთრი ემოციების ამოფრქვევა ან კრეატიული და არტისტული გამოვლინებები.

კირჩხიბის გავლენით, შეიძლება გამოვლინდეს ძველი ტრავმები ან ურთიერთობებში ძალაუფლების დისბალანსი, მერკური და მზე ლომში ხელს უწყობს შემოქმედებით პროექტებს, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები ეგოსა თუ არაკომპრომისულობის გამო, მაგრამ საბედნიეროდ იუპიტერი და ვენერა დაგვეხმარებიან მათ გადაჭრაში.  

გამოიყენეთ ლომის ენერგია თქვენი ნიჭის გამოსაჩენად, მაგრამ არ დაივიწყოთ კირჩხიბის სიღრმე – მოისმინეთ ემოციები და იმუშავეთ ტრანსფორმაციაზე.

ვენერა და იუპიტერი კირჩხიბში - კარგი დროა ურთიერთობებში ღრმა ჭეშმარიტების ძიებისათვის, მაგრამ ფრთხილად იყავით მანიპულაციებთან, ნუ გადააჭარბებთ ემოციების გამოხატვისას.

თუ თქვენი პირადი ჰოროსკოპი ამ აღლუმს ეხმიანება (მზე, მთვარე, მერკური, იუპიტერი, ვენერა ან ასცენდენტი ლომში, კირჩხიბში ან ფიქსირებულ ნიშნებში), ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება“, - წერს ხათუნა ნოელი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გენეტიკის ძალა“ - ლიკა კვარაცხელია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 როდის დასრულდება რუსეთი-უკრაინის ომი და როგორ მოემზადოთ ახალი ეპოქისთვის - მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

⭕ „ფერისცვალება ჩემი მთავარი დღესასწაული... მხოლოდ ცოცხლების დღესასწაული“ - გიორგი კეკელიძე