ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს უკურსო მთვარის შესახებ, იგი საზოგადოებას აფრთხილებს და რჩევებს უზიარებს რის გაკეთება შეიძლება და რისი არ შეიძლება, 7 თებერვალს.
„7 თებერვალი, პარასკევი.
მთვარე კვლავ მზარდია, მთვარის მე10 დღე 12:56 საათიდან. ამ დღის სიმბოლოებია წყარო, შადრევანი. ასოცირდება ენერგიასთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს და სულიერ დამოუკიდებლობას ახსენებს.
სასურველია ამ დროს შხაპი ან აბაზანების მიღება. ამ დღეს არ შეიძლება იყოს ზედაპირული და ეგოისტი.
შესაფერისი პერიოდია სულიერი ძიებისათვის, საქმიანობის ფორმის შესაცვლელად პროფესიული წარმატებისათვის. შეგიძლიათ თავდაჯერებულად აიღოთ ყველაფერი ახალი, გამართოთ შეხვედრები და ზოგადად დაიწყოთ ნებისმიერი ახალი გეგმის განხორციელება.
ძალიან კარგი დღეა პაემნებისთვის, შეხვედრებისთვის, მეგობრული საუბრებისთვის. კარგი იქნება, თუ ბუნებაში, წყალთან ახლოს სადმე წახვალთ. თუ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გაქვთ, მაშინ შერიგებისთვის მეათე მთვარის დღეზე უკეთესი დღე არ არსებობს.
დღეს ნებისმიერი სამუშაო შესანიშნავად გამოვა. სამსახურში ატმოსფერო არის კომფორტული, იგრძნობა კეთილგანწყობა და სხვების დახმარების სურვილი. ამის ხარჯზე ერთ დღეში შესაძლებელია ერთი კვირის სამუშაოს დასრულება. შეგიძლიათ მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებას ნებისმიერ საქმეში.
დღე შესაფერისია იმ ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულია თქვენს ოჯახთან. შესაძლებელია მცირე ფინანსური შემოსავლები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის და საწარმოების რეგისტრაციისთვის. მე10 დღეს წარმატებები მოაქვს უძრავი ქონების ტრანზაქციებშიც. ეფექტური იქნება რეკლამაც, საჯაროდ გასაჯაროებული ახალი იდეები აღიარებასა და განვითარებას მიიღებს.
მთვარის ნიშანი: ტყუპები. ფულის გამომუშავება შეგიძლიათ შუამავლის როლის შესრულებაში, ვაჭრობით, თქვენი ცოდნისა და ინფორმაციის გაყიდვით. ფული, თუმცა ადვილად მოდის, ასევე სწრაფად აორთქლდება. ძალიან კარგი დროა წერისთვის, ხელშეკრულებების განსახილველად, მაგრამ საბოლოოდ არ მოაწეროთ ხელი.
ასტრო მოვლენა/მთვარის ასპექტები: -მთვარე-მერკურის ტრინი- კარგია სწავლის დაწყებისათვის, რაიმე გონებრივი ან ლიტერატურული სამუშაოს შესასრულებლად; მოითხოვს შთაგონებას, ასევე კომუნიკაციისთვის.
მზისა და მთვარის ტრინი-კარგია დაწინაურების მისაღებად ან ახალი მომგებიანი პოზიციის მოსაძებნად, ახალი ბიზნესის დასაწყებად, ფულის დაბანდებისთვის და სპეკულირებისთვის, მნიშვნელოვან ადამიანებთან შესახვედრად.
მთვარე -სატურნის კვადრატი-ცუდია ძვლოვანი სისტემის მკურნალობისთვის, მოგზაურობისთვის, უფროსიასაკის ადამიანებთან, ან ოფიციალურ ორგამოებთან ურთიერთობისათვის
შოპინგი: .კარგი დროა წიგნების, ქაღალდის საბეჭდი მოწყობილობების, საკომუნიკაციო მოწყობილობების, კომპიუტერების, ხმის ან ვიდეო მოწყობილობების შესაძენად.სახლი, ახალი მანქანა, დიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე ის, რაც მიზნად ისახავს ოჯახის კეთილდღეობის გაზრდას. ხელსაყრელი დროა საბავშვო ნივთების შესაძენად.
ამ დღეებში ადამიანებს უფრო სჭირდებათ სუფთა ჰაერი, მათი ფილტვები და ხელები მგრძნობიარე ხდება. მეტი იმოძრავეთ ღია ცის ქვეშ.
არარეკომენდებულია ოპერაციები ტრაქეაზე, ფილტვებზე, ბრონქებზე და პლევრაზე ენაზე, ზედა კიდურებზე და ნერვულ სისტემაზე. ნებადართულია ქირურგიული ჩარევა სისხლძარღვებზე მენჯის ღრუს ორგანოებზე , ასევე ღვიძლისა და ნაწლავების გამოკვლევა. ღვიძლის, ბარძაყის ოპერაციები და სისხლის გამწმენდი პროცედურები კარგად ჩაივლის.
მინერალებიდან შეგიძლიათ ატაროთ - ფირუზი, სარდონიქსი“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაიზარდა პატარა“- ლაშა ბექაური ბოკვერთან ერთად გადაღებულ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს