„ფული არის მატერიალური, მიწიერი ენერგიის ნაკადი, რომელსაც სჭირდება მუდმივი ბრუნვა და არა შენახვა! ვინც ფულს ,,მხოლოდ" ინახავს, ის მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის ბალანსს კარგავს, რაც გამოიხატება ფსიქოლოგიურ სიმახინჯეში და მატერიალურ სტაგნაციაში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ასტროლოგი და ეზოტერიკოსი გიორგი ლობჯანიძე წერს.
მისი თქმით, ფული ხანგრძლივი დროით ეძლევა მას, ვინც იცის მისი გამოყენების ფასი.
„რას ნიშნავს ფულთან მიმართებით ვალში ყოფნა?
პერიოდულად, მაგრამ, ბევრი ხშირად, მეუბნება დაწერეო და დავდებ დღესაც:
I. ფული არის მატერიალური, მიწიერი ენერგიის ნაკადი, რომელსაც სჭირდება მუდმივი ბრუნვა და არა შენახვა!
II. ვინც ფულს ,,მხოლოდ" ინახავს, ის მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის ბალანსს კარგავს, რაც გამოიხატება ფსიქოლოგიურ სიმახინჯეში და მატერიალურ სტაგნაციაში.
III. თუ ფული სხვისგან ისესხეთ და არ აძლევთ ან უბრალოდ იცით რომ მისაცემი გაქვთ და არ აძლევთ, ყველა ვარიანტში იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე ისესხეთ, ეს ერთი და მერე მეორე: თუ ეს ფულად დანაკარგში არ აისახა, აისახება სხვა ენერგეტიკულ ვალში, რაც ზურგზე დაგაწვებათ. და თუ მალევე ზურგზე არ დაგაწვათ, უარესია თქვენთვის, რადგანაც რაც უფრო გვიან დაგაწვებათ, იცოდეთ, რომ გაცილებით რთულ ფორმებში.
IV. თუ ადამიანს ფულს დროულად ვერ უბრუნებთ, შეეხმიანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებული პირობა ირღვევა, თუ მართალი ხართ და იძულებით პირობა დაირღვა, მიანდვეთ საქმე ლოცვით უზენაესს.
V. გინახავთ, ალბათ, როცა უცხოეთიდან, სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან და სხვადასხვა მაღაზიებში ან სავაჭრო ობიექტებში მოძრაობენ 5 ლარიან ნივთს 50 ლარად მიჰყიდიან, ჩვეულებრივი დანაშაულია და ეს არა მარტო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ჩვენთანაც ერთი ქვეყნის მოქალაქეებშიც ხშირია უამრავი ასეთი შემთხვევები.
VI. ფული ხანგრძლივი დროით ეძლევა მას, ვინც იცის მისი გამოყენების ფასი. ვისაც თანხა მხოლოდ ფსიქოლოგიური კომფორტისთვის სურს, ის დაკარგავს მას და სამწუხაროდ, ცოდვაშიც ჩადგამს ფეხს.
VII. ბოლოს კი ვიტყვი, რომ არის დღეს კატეგორია ხალხი, ვინც ზუსტად ასე იქცევა, ამიტომაცაა მატერიალურზე გამუდმებული წუწუნი და იმყოფებიან შემოღობილ ჭაობში.
ფული არის ყველაზე გამჭვირვალე საშუალება რომ ამოიცნოთ ადამიანი. რატომაა რომ ბიზნესში, ხშირად, მეგობრები ან საქმიანი პარტნიორები, ნათესავები, და-ძმები ბოლოს შორდებიან ერთმანეთს? ფული აჩენს ადამიანის სახეს როგორიცაა. ზუსტად ფული გითითებთ, რაზე უნდა იმუშაოთ! წერტილი“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელ ასაკში იკრძალება ოქროს სამკაულების ტარება?
⭕„ყველაზე ციმციმა ვარსკვლავები გყავს“ - ლაშა ტალახაძე შვილების ფოტოს აქვეყნებს