არასასურველი თმის მოცილება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომელთან შეხებაც თითქმის ყველა მშობელს უწევს. მოზარდის სქესობრივ მომწიფებას თმის ამოსვლა ახლავს თან. თმიანობის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური დისბალანსით, ამიტომ იქამდე, სანამ ეპილაციას მივმართავთ, აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.
„რა შემთხვევაში შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ჭარბ თმიანობა არის ჰორმონალური დისბალანსის ნიშანი? როცა 8 წლამდე ასაკში ძალიან სწრაფად ხდება თმიანობის მომატება და როდესაც თმიანობის მომატება ხდება სქესისთვის არა დამახასიათებელ ადგილებში, ეს არის ნიკაპ ქვეშ, ზურგზე, ტუჩის ზემოთ, გულმკერდზე, სახის არეზე, როცა თმიანობა თვალში საცემია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ გვჭირდება სრული გამოკვლევა“, - ამბობს ენდოკრინოლოგი თეონა ნუცუბიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: