
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას ფინანსების მოსაზიდ ტექნიკას უზიარებს:
„ფული თუ გინდა, აიღე ნებისმიერი კუპიურა და დააგდე ხალხმრავალ ადგილას, დატოვე.
სადაც ბევრი ხალხია, ფულის ენერგიაც იქ არის.
ეს იქნება მაღაზიები, ბაზარი, ნებისმიერი ადგილი, სადაც ბევრი ხალხია.
წარმოთქვით შემდეგი სიტყვები:
„ხალხთან წახვალ, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ნებისმიერი წყაროდან ამიერიდან ფული მოდის ჩემთან!
ფულის ნაკადს მომიტან, დაე ასრულდეს“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: