Digest Logo

🎥 „ფულის ჩუქება არ შეიძლება“: როდის აქტიურდება ფინანსური ენერგია და „ფულის ფანჯრები“ - ასტროლოგი რჩევა

1771496582
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარი წიგნიდან „მიჰყევი ვარსკვლავს 2026“ თემაზე - ფულის ენერგეტიკული შემოდინების წერტილები, მორიგ ვიდეოს და რეკომენდაციებს გვიზიარებს.

ასტროლოგი განმარტავს, რომ ფულის ფანჯრები პერიოდულად იხსნება და იხურება, რაც დაკავშირებულია პლანეტარული ციკლებთან – მთვარის, მზის, მერკურის, ვენერას, მარსის პოზიციებთან.

მისი თქმით, ფულის მოძრაობა არის ენერგია, რომელიც მოითხოვს ჰარმონიას და სიფრთხილეს: თუ პლანეტები არ არიან ჰარმონიულ მდგომარეობაში, ფინანსური დაბრკოლებებიც იქ ჩნდება.

„ასტროლოგია დაიყვანეს სასაცილო ყოველდღიურ პროგნოზებად, მაგრამ ეს არ გვეხმარება მიმართულებისა და დანიშნულებამდე მისასვლელად. ფულის „ფანჯრები“ პერიოდულად იხსნება და იხურება.

რასთან არის ეს კავშირში? - დღეს ვსაუბრობ იმაზე, რაც გვაძლევს საშუალებას რაღაცები წინასწარ განვსაზღვროთ.

ფინანსური ენერგია ზებრასავითაა: ჯერ კარგი პერიოდია, მერე ნეიტრალური და შემდეგ ისევ კარგი. ავიღოთ ეს ახლა წლების მიხედვით.

პირველია, მთვარის ციკლი, მერე მზის ციკლი - მერკურის, ვენერას, მარსის და ა.შ. და, თუ ეს პლანეტები არ არის ჰარმონიული, პრობლემებიც იქ ჩნდება.

ფულის მოძრაობა დიდი ენერგიაა და უნდა გავაქროთ ფულის მიმართ დამოკიდებულება, რომ ფული „ხელის ჭუჭყია“. ის არის ენერგია, რომელიც არის მადლი. ფული მოდის ადამიანთან რაღაცების გადალახვის შემდეგ.

დიდი ფული, რატომ არ შეიძლება, რომ მიეცეს ადამიანს? - შეიძლება ეხმარებოდეთ ისეთ ადამიანებს, რომელიც არ შეიძლება თქვენთვის. იგივე, ნარკოდამოკიდებულს ან ალკოჰოლდამოკიდებულს, და სამყარო ამ დროს წაიღებს თქვენს ფინანსურ ენერგიას, რადგან ისინი თქვენს ფულს დესტრუქციაში მოიხმარენ. ამასთან, შეიძლება ადამიანი იყოს ზარმაციც, და აქ თქვენს ენერგიას არასწორად წაიღებენ.

ასევე, თუ ადამიანს დიდი ფულის შიში აქვს, ან ამ დიდ ფულს გაფლანგავს დესტრუქციული ქმედებებისთვის, ან აჩუქებს და ამით აზარალებს საკუთარ ფინანსურ ენერგიას, არასოდეს ექნება ფული, სულ მინუსში იქნება“, - ამბობს ასტროლოგი ხატია ბედოშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: