Digest Logo

🎥 „ფულის კუპიურა ისე უნდა დაალაგოთ ფანჯრის  რაფაზე, რომ მზეს უყურებდეს“ - რა უნდა გავაკეთოთ 21 დეკემბრის მზებუდობაზე, რომ ფინანსური კეთილდღეობა მიიზიდოთ

1734694080
თაკო მელიქიშვილი

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ადამიანებში. 21 დეკემბერი ასევე საკრალური დღეა - ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის, ანუ მზებუდობა. 

რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ - აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტმა თიკო მელიქიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მზებუდობა მოდის, 21 დეკემბერი. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ წარმატება მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში. 

პირველ რიგში რეკომენდებულია, მოვიცილოთ ყველაფერი, რაც არ გვჭირდება, როგორც სახლში, ისე თავში. ზედმეტი სინანულის გარეშე ის ტანსაცმელი, რასაც აღარ იყენებთ ჩაალაგეთ და აჩუქეთ მას ვისაც სჭირდება. ამ საქციელით თქვენ კეთილდღეობას მოიზიდავთ. 

თუ კარგი ამინდი იქნება, ფულის კუპიურა ისე უნდა დაალაგოთ ფანჯრის  რაფაზე, რომ მზეს უყურებდეს. ამით თქვენ ფინანსურ კეთილდღეობას მოიზიდავთ. 

21 დეკემბერს შეგიძლიათ ფურცელზე ჩამოწეროთ თქვენი სურვილები, ის რაც ყველაზე მეტად გსურთ, დაანთეთ სანთელი, სანამ ეს ფურცელი ჩაიწვება მთელი გულით იფიქრეთ ამ სურვილის ასრულებაზე. ფერფლი მიმოფანტეთ და დარგეთ ყვავილი. 

კარგი იქნება თუ ამ დღეს სახლში, ოჯახში გაატარებთ, დაალაგებთ სახლს. აპატიეთ, გაუშვით წყენები და დადებითი ემოციებით დაიმუხტეთ. მოუსმინეთ მუსიკას, დაპატიჟეთ მეგობრები, მაგრამ ნუ დალევთ ალკოჰოლს. 

უნდა გახსოვდეთ, რომ სურვილის ჩაფიქრების დროს ეს თქვენ უნდა გეხებოდეთ და არა მესამე პირს“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნამდვილად არ ვიფიქრებდი, რომ ქართველი ქართველს ოდესმე ასე გაიმეტებდა... არ შეიძლება ასე მოქცევა თუ შენი ქვეყანა გიყვარს“ - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე

🎥 „21 დეკემბერი საკრალური დღეა, დაწერეთ ფურცელზე რა სურვილები გაქვთ და ახალ წლამდე დღეში 3-ჯერ წაიკითხეთ“ - მიხეილ ცაგარელი

ლიკა ევგენიძე შვილის უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებს - „მომეცით ეს მარწყვი!“