
„ევროვიზიის“ მონაწილე, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამავე კონკურსის ფინალისტიც იყო, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.
მომღერალმა საკუთარ გამომწერებს რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, ნუცამ „გრემის“ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე დასასწრებად მოსაწვევი მიიღო.
აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ნუცამ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.
„ერთი კვირის წინ მივიღე მოსაწვევი, ვფიქრობდი მაყურებლისთვის გამეზიარებინა თუ არა ეს ინფორმაცია. იმდენად აჟიტირებული ვიყავი და გახარებული, გავაზიარე.
2 თებერვალს იქნება დაჯილდოება, მე არც ვმღერი და არც ნომინირებული ვარ, უბრალოდ ვიქნები სტუმრის სახელით.
ბულინგი, შემოტევები ჩემთვის სიახლე არ არის, მაგრამ ნამდვილად არ ვიფიქრებდი, რომ ქართველი ქართველს ოდესმე ასე გაიმეტებდა. შენი თანამემამულე ამხელა წარმატებას რომ აღწევს, რაც არ უნდა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, არ შეიძლება ასე მოქცევა თუ შენი ქვეყანა გიყვარს.
იცით რატომ მიყვარს ამერიკა? რადგან ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ამის გამო, არავინ არავის არ ბლოკავს“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიკა ევგენიძე შვილის უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებს - „მომეცით ეს მარწყვი!“
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის