Digest Logo

„ფურცელი დადე ფულთან ან ბარათთან ახლოს... ამით აჩქარებ ფინანსურ ნაკადს“ - სასიცოცხლო ფულის რიტუალი 12.12.12-ზე თამუნა იოსელიანისგან

1765430883
თამუნა იოსელიანი

კალენდარში არსებობს დღეები, რომლებიც განსაკუთრებული ენერგიის მატარებლად მიიჩნევა. ასეთი დღეების რიცხვს მიეკუთვნება სარკისებრი თარიღები. ანუ დღეები, როცა თარიღში რიცხვები სარკისებურად იკითხება ან მეორდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ დღეებში გარკვეული რიტუალების ჩატარებას წარმატების მოტანა შეუძლია.

2025 წლის ბოლო სარკისებური დღე 12 დეკემბერსაა. ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში სასიცოცხლო ფულის რიტუალის ჩატარებას გვასწავლის:

„ენერგიის სარკისებური დღე:

ეს არის დღე, როცა ფულის ენერგია რამდენჯერმე ძლიერდება.

თუ გინდა, რომ ფული სწორ დროზე, მარტივად და სასურველი ოდენობით მოვიდეს ეს პატარა რიტუალი ზუსტად შენთვისაა.

სასიცოცხლო ფულის რიტუალი 12.12.12 -ზე

ნაბიჯი 1 - დაწერე ზუსტი თანხა.

სუფთა ფურცელზე დაწერე კონკრეტული თანხა, რომელსაც შენს ცხოვრებაში იწვევ. ძალიან ზუსტად სამყაროს სიზუსტე უყვარს.

ნაბიჯი 2 - გაამრავლე 27-ზე და 108-ზე

სიფრთხილით ჩაწერე:

27 — მიზიდვის ენერგია

108 — გამრავლების ენერგია

ამით აჩქარებ ფინანსურ ნაკადს მომდევნო 7 დღით.

ნაბიჯი 3 - გააქტიურე სიტყვით

ხმამაღლა თქვი:

«როგორც მრავლდება რიცხვი ისე იზრდება ჩემი თანხა.
როგორც იღება ნაკადი ისე შემოდის ფული ჩემს ცხოვრებაში მარტივად და სწრაფად.
რაც ჩემთვისაა — ჩემამდე მოდის.
რაც დახშული იყო — იხსნება.
რაც მაჩერებდა — ქრება.
ვაკურთხებ ჩემს გზას, ვააქტიურებ ჩემს სიუხვს.
დაე,იყოს ასე!».

ნაბიჯი 4 - ფურცელი დადე ფულთან ან ბარათთან ახლოს

ეს აკავშირებს შენს სურვილს მიმდინარე ფულის ნაკადთან. დაე ასე იყოს თვის ბოლომდე. თვის ბოლო დღეს დაწვი ფურცელი, ეს არის ენერგიის გათავისუფლება.

ამის შემდეგ შენი მიმართვა სამყაროს სრული ძალით იწყებს მუშაობას.

შენიშვნა:

12.12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის და ძლიერი კარიბჭეა მათთვის, ვინც მზადაა ფული მშვიდად და თავისუფლად მიიღოს“, - წერს თამუნა იოსელიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ნინი შერმადინი 38 წლის გახდა - „ვხედავ როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას“

11 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

🎥 „3 დღით ვიყავი და მაშინ მივხვდი, რომ ეს მინდოდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება“ - სოსო ნებიერიძის პირველი მოგზაურობა