ქართველი ცნობილი მოგზაური სოსო ნებიერიძე „კაცმანის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მისი პირველი მოგზაურობაც გაიხსენა:
„ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც რაღაც ახალს ვნახულობ, პირველად მამიდაჩემმა წამიყვანა, 16 წლის ვიყავი, ტრაპიზონში, და გავცდი ქვეყნის საზღვრებს. იმ დროს უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, როგორც კი გავცდით სარფის საბაჟოს. 3 დღით ვიყავი, და მაშინ მივხვდი, რომ ეს მინდოდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება, იმდენად მომეწონა.
თითქოს ვიცოდი ღრმა ბავშვობიდან, რისი გაკეთება მინდოდა და რა გამხდიდა ბედნიერს“, - ამბობს სოსო ნებიერიძე.
ცნობისთვის, სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა. მას დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით ექიმი, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში 363 პაციენტი მიიღო
⭕სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა - „გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს“