Digest Logo

ნინი შერმადინი 38 წლის გახდა - „ვხედავ როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას“

1765430123
ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, იუბილარია. 

იგი 38 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. 

მომღერალმა საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით „ფეისბუკზე“ ემოციური პოსტი გაავრცელა:

„დღეს 38 წლის გავხდი…

რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვხვდები ცხოვრების თითოეული წელი ჩემს გულზე ასახული ნოტია, თითოეული ნაბიჯი - სცენა, სადაც ვხედავ როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას.

38 წელი ნიშნავს მადლიერებას ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სტუდენტებისთვის, მსმენელებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ძალას, სითბოს და მოტივაციას მაძლევს.

38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას და პასუხისმგებლობას ჩემი თავისა და თქვენ წინაშე.

დღეს ჩემთვის ახალი თავი იწყება - სავსე სინათლით, ახალი მიზნებით, იმედებით, სიმღერებით, სიყვარულით და იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც თქვენ მაძლევთ.

მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ - თქვენს გარეშე ეს გზა ყოველთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.

მადლობა თქვენი ტაშისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენი გულებისთვის, სიყვარულისთვის, ნდობისთვის, კრიტიკისთვის!

ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, - წერს ნინი შერმადინი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

11 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

🎥 „3 დღით ვიყავი და მაშინ მივხვდი, რომ ეს მინდოდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება“ - სოსო ნებიერიძის პირველი მოგზაურობა

🎥 გაიცანით ექიმი, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში 363 პაციენტი მიიღო