Digest Logo

„გააფერადე მანდალა, გაწმინდე სახლის მთავარი სარკე“ - 6 მნიშვნელოვანი რამ, რაც 23 სექტემბრამდე უნდა გააკეთოთ: ფენ-შუის სპეციალისტის რეკომენდაცია

1789980212
მანდალა, მანლდალა

ფენშუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას 23 სექტემბრის შემოდგომის ბუნიობისთვის მოსამზადებელ პრაქტიკებსა და რიტუალებს უზიარებს.

მისი თქმით, 23 სექტემბერს, როდესაც დღე და ღამე ტოლდება, ენერგიები მთლიანად იცვლება. ეს პერიოდი საუკეთესო შესაძლებლობაა ფინანსური ნაკადების დარეგულირებისა და ცხოვრების ახალ, ბალანსირებულ ეტაპზე გადასასვლელად.

„6 მნიშვნელოვანი რამ, რაც შემოდგომის ბუნიობამდე უნდა გააკეთოთ {23 სექტემბრამდე}

ჩვენ დიდი გარდატეხის ზღურბლზე ვდგავართ... ძველიდან ახლისკენ მიმავალ გზაზე.

23 სექტემბერს ენერგიები შეიცვლება - შემოდგომის ბუნიობის დღეს ბნელი და ნათელი წონასწორობაში მოდის, იწყება ახალი ციკლი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს „გადავეთოთ“ ფინანსური ნაკადი, დავარეგულიროთ.

ამ მომენტისთვის აუცილებელია სათანადოდ მოვემზადოთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე შევასრულოთ. შეგიძლიათ, ახლავე დაიწყოთ - 23 სექტემბრამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს მოასწრებთ.

რას აკეთებთ:

გაწმინდეთ სახლში არსებული მთავარი სარკე {სასურველია, სპირტის შემცველი საწმენდი საშუალებით}. ამით ჩამოვირეცხავთ ძველ ანარეკლსა და ყველა მოძველებულ, თუ არასაჭირო სცენარს. სარკის წმენდისას დაფიქრდით: „როგორი აღარ მსურს საკუთარი თავი დავინახო და როგორი მინდა ვიყო ახალ ციკლში?“

განახორციელეთ გადასვლა. ჩვენ ცხოვრების ახალ, ბედნიერ ეტაპზე გადავდივართ. გაიარეთ თაღის, ხიდის ქვეშ, ჭიშკარში, ან უბრალოდ გაიარეთ ერთი ოთახიდან მეორეში გასასვლელო კარი. ამ დროს გონებაში გააჟღერეთ რას ტოვებთ უკან და რა მიგაქვთ თან მომდევნო ციკლში.

გააფერადეთ შემოდგომის ბუნიობის მანდალა {რომელიც თან დართული აქვს ამ პოსტს} „მზე და მთვარე“ - სიმბოლო იმ წონასწორობისა, რომელიც ორ საწყისს შორის არსებობს: მოქმედებასა და მიმღებლობას, მამაკაცურსა და ქალურს, სინათლესა და ჩრდილს შორის. გააფერადეთ მშვიდად და აუჩქარებლად, თან გონებაში გქონდეთ ცხოვრების ის კონკრეტული ასპექტი, რომლის დაბალანსებაც გსურთ.

21 სექტემბერს, „აღმოფხვრის“ დღეს, სახლში საფუძვლიანი დასუფთავება ჩაატარეთ. წყალს ცოტაოდენი მარილი დაუმატეთ და ბინის ყველაზე შორეული წერტილიდან შესასვლელი კარისკენ გადაინაცვლეთ, თითქოს ყველაფერ ძველსა და არასასურველს გარეთ აცილებთ.

ბოლოს ზღურბლი სუფთა წყლით გაწმინდეთ და წარმოთქვით: „ძველი მიდის - გზას უთმობს ახალს“.

გააზიარე ხილი. აიღე ვაშლი, მსხალი, ბროწეული, ან შემოდგომის ნებისმიერი ხილი და საყვარელ ადამიანებს გაუნაწილეთ. პირველი ნახევარი {გონებაში} მიუძღვნით მადლიერებას იმისთვის, რაც უკვე გაქვს, ხოლო მეორე ნახევარი იმას, რისი განვითარებაც მომავალში გსურთ. ეს ძალიან მარტივი პრაქტიკაა, რომლის შესრულებაც ნებისმიერს ადვილად შეუძლია.

P.S. მანდალა ბინის სამხრეთ/აღმოსავლეთ სექტორში შეინახეთ“,- წერს შავლიაშვილი.

შავლიაშვილის თქმით, შეგიძლიათ ნიუსში, ქვემოთ დართული მანდალა ამობეჭდოთ და გააფერადოთ: ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი ტონებით, ნაპირიდან ცენტრისკენ.