Digest Logo

🎥 „გააკეთეთ ეს 12:00 საათამდე ნახევარი საათით ადრე“ - საახალწლო რიტუალები ბარაქისა და სურვილების ასრულებისთვის მიხეილ ცაგარელისგან

1765972457
მიხეილ ცაგარელი

Yotube-ის არხზე „ჩვენ - ქეთო ანთიძის პოდკასტი“, სტუმრად ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იმყოფებოდა, რომელმაც ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ჩასატარებელ სპეციალურ რიტუალებზე ისაუბრა, რაც ოჯახს ბარაქას მოუტანს და სულიერი სიმშვიდეს მიანიჭებს.

მიხეილ ცაგარელი: საახალწლო რიტუალები, რაც უნდა გააკეთოთ

31 დეკემბერს გვჭირდება ორი ფიგურა, გველის და ცხენის ფიგურა. ცხენის ძირითადი ფერი არის წითელი, ამიტომ კარგი იქნება, ფიგურაც წითელი იყოს. წითელთან მეგობრობს ყვითელი და ოქროსფერი ტონები. შემდეგ მოდის ლურჯი და ცისფერი ტონები, შემდეგ - მწვანე.

წინ დაუდეთ გველის ფიგურას რძით სავსე თასი, ცხენს კი - წინ ცოტა თივა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტი ნალია, რომელიც ერთ-ერთი დიდი სიმბოლოა. ზოგჯერ ორი ნალიც შეიძლება. მრგვალი ფორმა ნალისა უნდა იყოს შემოტრიალებული და იცქირებოდეს ზემოთ - რაც ნიშნავს,  მასში ისხმება ხვავი, ბარაქა, მაგრამ როცა უკუღმა ჰკიდებთ ნალს, ბარაქას ვერ მოგიტანთ, თუმცა გაძლევთ სულიერ სიმშვიდეს. ორივე ნალი შეგიძლიათ გქონდეთ. ერთი ზევით მცქირალი, მეორე ამოყირავებული და ქვემოთ მცქირალი. ორივე დაუდეთ ცხენის გამოსახულებას გვერდით. გველს მიაგეთ პატივი და დაუდეთ უკან წყალი, ცხენს - უკან სანთელი.

12:00 საათამდე ნახევარი საათით ადრე აანთეთ სანთელი და ძველ წელს მადლობა გადაუხადეთ. როდესაც ახალი წელი დაიწყება, ამ სანთელს ჩაუთქვით სურვილები. შეიძლება იყოს ერთი ან 10 სურვილიც კი ერთდროულად.