მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც სასრგებლოო რჩევებს გვიზიარებს, რომელიც 3 მარტის შემდეგ უნდა გააკეთოთ, რათა ფინანსური ბლოკები მოიხსნას.
„გააკეთეთ ეს 3 მარტის შემდეგ, მთვარის დაბნელებაზე (პირველი), შემდეგ უკვე ახალ მთვარეზე
გამოიყენება ფინანსური ბლოკების მოსახსნელად და სამუშაო ან ბიზნესს შესაძლებლობების გასახსნელად.
რეკომენდებულია გაკეთდეს კლებად მთვარეზე - პირველ რიგში გასაწმენდად, ხოლო შემდეგ განმეორდეს მზარდ (ნამგალა) მთვარეზე - მოსაზიდად.
დაგჭირდებათ: თბილი წყალი, მსხვილი მარილი, როზმარინი, ფორთოხლის კანი, დარიჩინის ჩხირი და, თუ შეძლებთ, ცოტაოდენი ზაფრანა.
მოხარშეთ როზმარინი, დარიჩინი და ფორთოხლის კანი რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დააყენეთ, რომ ნაყენი გაიჟღინთოს და დაამატეთ მარილი და ზაფრანა. ჩვეულებრივი დაბანის შემდეგ, დაისხით ეს ნაყენი მხრებიდან ქვემოთ და წარმოიდგინეთ, რომ ყველა დაბრკოლება ქრება და თქვენს წინ ეკონომიკური შესაძლებლობების კარები იხსნება. შეძლებისდაგვარად, მიეცით სხეულს ბუნებრივად გაშრობის საშუალება.
ლოცვა:
„ბარიერები იშლება, ჩემი გზები იწმინდება. სიუხვე პოულობს ჩემამდე სუფთა გზებს და ყოველი დახურული კარი იქცევა ღია შესაძლებლობად“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები