ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 16 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:
„ჰოროსკოპი 16 თებერვლისთვის
მთვარის დღე — 28 / 29
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე მერწყულში
ვერძი
დღეს სასარგებლოა აქტიურობა და თქვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა. კოლეგებთან კომუნიკაცია ნაყოფიერი იქნება. გამოიყენეთ იუმორი და საინტერესო თემები. გუნდური მუშაობა განსაკუთრებით ეფექტური გახდება — ვინმე სწორ რჩევას მოგცემთ ან შეცდომებზე მიგანიშნებთ.
კურო
უარი თქვით დამატებით დატვირთვაზე და ზედმეტ პასუხისმგებლობაზე. კონცენტრაცია გაგიჭირდებათ, ამიტომ შეინარჩუნეთ ენერგია — გააკეთეთ მეტი შესვენება, ისაუბრეთ კოლეგებთან მსუბუქ თემებზე და დაისვენეთ.
ტყუპები
დღე ადრე დაიწყეთ, რათა მნიშვნელოვანი საქმეები პირველ ნახევარში მოასწროთ. მოლაპარაკებები და შეხვედრები დილისთვის დაგეგმეთ. თქვენი დარწმუნების უნარი მაღალია, ამიტომ იდეების გაზიარება მარტივი იქნება. დაასრულეთ წვრილი, რუტინული საქმეები.
კირჩხიბი
ნუ ეცდებით პრობლემის ძალით გადაწყვეტას. თუ სირთულე ჩნდება — გადადეთ. დღეს გაცნობილი ადამიანები მომავალში შეიძლება ახლო მეგობრები ან პარტნიორები გახდნენ. გადაწყვეტილებები მიიღეთ მშვიდად და რაციონალურად.
ლომი
რაც უფრო მეტს ურთიერთობთ და გულწრფელად საუბრობთ, მით წარმატებული იქნება დღე. აჩვენეთ ინტერესიც და ყურადღებაც თანამოსაუბრის მიმართ. ასე ახალი მეგობრები ან პერსპექტიული პარტნიორები გამოჩნდებიან.
ქალწული
დღეს მეოცნებე განწყობა გაქვთ და სურვილს რეალობად აღიქვამთ. შეცდომის თავიდან ასაცილებლად იყავით რეალისტური და შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. აქტივობა შეამცირეთ და ხელმძღვანელობის თვალში ნაკლებად მოხვდით.
სასწორი
რთულ სიტუაციებში წარსული გამოცდილება გამოიყენეთ. ასევე ენდეთ ინტუიციას, რათა შეცდომები აირიდოთ. სამუშაოს შემდეგ სასარგებლოა ხმაურიან, მხიარულ გარემოში ყოფნა — ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება.
მორიელი
შესაძლოა წარსულის საკითხი კვლავ დაბრუნდეს და ძველი პრობლემების მოგვარება დაგჭირდეთ. გამოიყენეთ გამოცდილება და გახსოვდეთ წინა გაკვეთილები. ძველი კავშირები სასარგებლო იქნება. საღამო მეგობრებთან გაატარეთ — დაძაბულობა მოიხსნება.
მშვილდოსანი
თქვენი ხიბლი დღეს განსაკუთრებით ძლიერია. გამოიყენეთ ეს დრო ახალი კავშირებისთვის და შეხვედრებისთვის. მარტოხელებს შეიძლება განსაკუთრებულ ადამიანთან გაცნობა და ურთიერთობის დასაწყისი ელოდოთ. საღამოს გაისეირნეთ მაღაზიებში და საკუთარი თავი გაახარეთ.
თხის რქა
დღე მშვიდი და სასიამოვნოა. დაკავდით პირადი საჭიროებებით, შეიძინეთ სასურველი ნივთი ან ეწვიეთ საყვარელ ადგილს. გულწრფელი საუბარი მეგობრებთან ან ახლობლებთან დაგეხმარებათ ემოციების გაზიარებაში. საღამო კომპანიაში გაატარეთ.
მერწყული
კარგი დროა ახალი კავშირებისა და საქმიანი ნაცნობობისთვის. დღეს ადვილად გამოხატავთ აზრებს და წინადადებებს. თუმცა გეგმების რეალიზაცია ჯერჯერობით გადადეთ — რესურსები საკმარისი არაა.
თევზები
კომუნიკაციაში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ინფორმაცია სკეპტიკურად მიიღეთ. შესაძლოა ვინმემ შეცდომაში შეგიყვანოთ. გადაამოწმეთ ფაქტები და ნუ ენდობით სიტყვას ბრმად. საღამო მშვიდად, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
დაე, თქვენი დღე იყოს ბედნიერი და წარმატებული“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ შევასრულოთ ენერგეტიკული გაწმენდის რიტუალი: ძმარი + დარიჩინი“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი