Digest Logo

„იღბალი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მაგრამ მას გააქტიურება სჭირდება, ეს კი დაუღალავი შრომის, ბევრი იმედგაცრუებისა და თუნდაც, ბულინგის შედეგად ხდება“ - დავით კენჭიაშვილი

1771171476
დათო კენჭიაშვილი

ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან, სადაც იგი საყვარელი საქმის შესახებ საუბრობს.

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელად აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს. მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვანი ხარ, მშენებელი, ბიზნესმენი თუ რომელიმე სხვა სფეროს ემსახურები. გულწრფელი და დაუღალავი შრომა ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ამას მოაქვს იღბალი ჩვენთვის. იღბალი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მაგრამ ჩემს ენაზე რომ გითხრათ, მას გააქტიურება სჭირდება. ეს კი დაუღალავი შრომის, ბევრი იმედგაცრუებისა და თუნდაც, ბულინგის შედეგად ხდება. როცა ფარ-ხმალს არ ყრი, მერე სამყაროც გიხსნის საჭირო გზებს.

მე იღბლიანი ადამიანი ვარ. მადლობა უფალს, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. ჩემი დაბადების დღე 7 მაისს გახლავთ და რიცხვი 7-იც ძალიან იღბლიანი და საკრალურია ჩემთვის. შეიძლება, ამასაც მივაწერო ჩემი იღბლიანობა და იმასაც, რომ ცაცია ვარ (იცინის). თუმცა, ყველაზე მთავარი რწმენაა. ღმერთი ჩემთან ძალიან ახლოს არის. მე მის არსებობას ყოველთვის ვგრძნობ. უფალმა ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა სიკვდილს...“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში და რისი გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად?

⭕„ეხმარება ძვლებისა და სახსრების გაძლიერებას“ - არუნ ხათრი სეზამის თესლის უნიკალურ თვისებაზე

🎥 „ეს არის პატიოსანი კაცი, ჩააბარა ტესტი“ - ნანუკა გულუა სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

წყარო: tbiliselebi.ge